შემოგთავაზებთ ფხვიერი ცომისგან და არომატული შიგთავსისგან მომზადებული უგემრიელესი ღვეზელის ,,კიშ-ლორენის“ რეცეპტს.
ცომის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ფქვილი 200 გრ
- კარაქი 50 გრ
- ნახევარ-ნახევარი ჩ. კ. მარილი და შაქარი
- გამაფხვიერებელი 1 ჩ. კ.
- ცივი წყალი 3 ს. კ.
- კვერცხი 1 ცალი
გულსართის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
- ხახვი 1-2 თავი
- ქათმის ფილე 400 გრ
- ქამა სოკო 400 გრ
- კვერცხი 2 ცალი
- ხმელი ყველი 150 გრ
- ნაღები 20%-იანი ცხიმიანობის
- მარილი, შავი პილპილი გემოვნებით
მომზადების წესი:
- პირველ რიგში, ზელთ ცომს.
- დარბილებულ კარაქს დაამატეთ მარილი, შაქარი, კვერცხი და ათქვიფეთ.
- ფქვილს დაამატეთ გამაფხვიერებელი და ნელ-ნელა ხელით შეაზილეთ კარაქიან მასას. ბოლოს დაასხით წყალი და ერთგვაროვანი მასის მიღებამდე ცომს ზელთ ხელით.
- ამზადებთ გულსართს. ტაფაზე დაასხით ზეთი და მოთუშეთ კუბიკებად დაჭრილი ხახვი. შემდეგ დაამატეთ დაჭრილი სოკო და შიგადაშიგ აუცილებლა მოურიეთ ხოლმე. გამოყოფილი სითხის აორთქლების შემდეგ, დაამატეთ კუბიკებად დაჭრილი ქათმის ფილე და შეაზავეთ მარილითა და წიწაკით. ხორცის მომზადების შემდეგ შიგთავსი გადმოდგით ცეცხლიდან და გააგრილეთ.
- ცეცხლგამძლე საცხობ ფორმას (22 სმ დიამეტრის) წაუსვით ცხიმი. მზა ცომი ხელით გააბრტყელეთ საცხობი ფორმის ძირზე და ამოიტანეთ კიდეებზეც. შემდეგ დაიტანეთ გაგრილებული შიგთავსი და თანაბრად გაანაწილეთ.
- ზემოდან გადაასხით კვერცხის, ნაღებისა და გახეხილი ყველის ნარევი (მასა თანაბრად გაანაწილეთ).
ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭირდება 35-40 წუთი. ღვეზელი ფორმიდან ამოიღეთ გაგრილების შემდეგ. გემრიელად მიირთვით!