მოხარშული კრემისა და მომჟავო ვაშლის კომბინაციის მომზადებული ეს ღვეზელი ნამდვილი საოცრებაა

0
186

შემოგთავაზებთ მოხარშული კრემისა და მომჟავო ვაშლის კომბინაციით მომზადებული ღვეზელის რეცეპტს. დესერტი  გამოდის უბრალოდ შეუდარებელი, სურნელოვანი და ნაზი.

ცომის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • კვერცხი 1 ცალი
  • არაჟანი 2 ს. კ.
  • კარაქი 180 გრ
  • შაქარი 150 გრ
  • გამაფხვიერებელი 1 ჩ. კ.
  • მარილი მწიკვი
  • ფქვილი 360 გრ

კრემის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • რძე 350 მლ
  • კვერცხი 1 ცალი
  • სახამებელი 2 ს. კ.
  • შაქარი 4 ს. კ.
  • ვანილი
  • 2 ცალი დიდი ვაშლი (უმჯობესია გამოიყენოთ მწვანე ვაშლი)
  • შაქრის ფხვნილი

მომზადების წესი:

  1. გაცრილ ფქვილს დაამატეთ მარილი, გამაფხვიერებელი და აურიეთ. შემდეგ ჩაახეხეთ ცივი კარაქი და აურიეთ. უნდა მიიღოთ ფხვიერი ცომი.
  2. ნაწილ-ნაწილ დაამატეთ კვერცხი, შაქარი, არაჟანი და მოზილეთ ცომი. ცომი უნდა იყოს რბილი და ფხვიერი. მზა ცომს შემოახვიეთ საკვების ცელოფანი და ნახევარი საათით შედეთ მაცივარში.
  3. კრემის მოსამზადებლად დაგჭირდებათ სქელძირიანი ქვაბი. კვერცხი, შაქარი, ვანილი, სახამებელი ათქვიფეთ და ნაწილ-ნაწილ შეურიეთ ცივი რძე. ქვაბი დადგით საშუალო ცეცხლზე და  ურევთ განუწყვეტლივ. აადუღეთ და გადმოდგით ცეცხლიდან.
  4. დაგჭირდებათ 20 სმ დიამეტრის საცხობი ფორმა.
  5. ცომი გაყავით ორ არათანაბარ ნაწილად. დიდი ნაწილი გააბრტყელეთ ფქვილმოყრილ ზედაპირზე და გადაიტანეთ ყალიბში.
  6. ვაშლი გათალეთ, დაჭერით თხელ ნაჭრებად და ცომზე თანაბრად გაანაწილეთ. შეგიძლიათ, ვაშლზე მოაფრქვიოთ დარიჩინი.
  7. შემდეგ მოასხით ცხელი კრემი.
  8. ცომის მეორე ნაწილი გააბრტყელეთ თხელ ფენად, დაჭერით 5-6 სმ სიგანის გრძივ ზოლებად და კრემზე ისე გაანაწილეთ, რომ გამოსახოთ ბადე.
  9. ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭირდება 40-45 წუთი.

ღვეზელი გააგრილეთ და დაფარეთ შაქრის ფხვნილით. აუცილებლად მოამზადეთ ეს გემრიელობა და ისიამოვნეთ!