ხაჭოს ფუნთუშები. რეცეპტი ჩვენი ბავშვობიდან

შემოგთავაზებთ ხაჭოს ცომის ბაზაზე მომზადებული უგემრიელესი დონატების რეცეპტს, რომელიც უმარტივესი მოსამზადებელია. ოქროსფრად დაბრაწული ბურთულები განსაკუთრებით პატარების ყურადღებას იპყრობს.

დონატების მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • 250 გრ ფქვილი
  • 300 გრ ხაჭო
  • 5 ს. კ. შაქარი
  • 2 ცალი კვერცხი
  • ნახევარი ჩ. კ. მარილი
  • ნახევარი ჩ. კ. სოდა
  • 1 ჩ. კ. ძმარი (9%-იანი)
  • ვანილი
  • შაქრის ფხვნილი
  • ზეთი 250-300 მლ

მომზადების წესი:

  1. კვერცხი შაქართან ერთად ათქვიფეთ, დაამატეთ ხაჭო და დააბლენდერეთ. შემდეგ დაამატეთ მარილი, ვანილი, სოდა ძმრით, ნელ-ნელა შეაზილეთ ფქვილი.
  2. მზა ცომი გადმოიტანეთ ფქვილმოყრილ მაგიდაზე და გამოხელეთ ნიგვზის ზომის ბურთულები.
  3. ქვაბი დადგით დაბალ ცეცხლზე, ჩაასხით 300 მლ ზეთი. ზეთი კარგად გააცხელეთ და ფუნჩულები შეწვით.
  4. მზა ფუნჩულები ხელსახოცზე დააწყვეთ.

ოქროსფრად დაბრაწულ ფუნჩულებს შეგიძლიათ მოაფრქვიოთ შაქრის ფხვნილი.  გემრიელად მიირთვით!