ნატურალური ნარევი საგრძნობლად შეგიმსუბუქებთ მდგომარეობას სახსრების პრობლემების დროს

როგორც ყველამ კარგად ვიცით, სახსრების ტკივილი უდიდეს დისკომფორტს ქმნის და აქვეითებს ცხოვრების ხარისხს.

ეს უსიამოვნო ფაქტი 40 წლის ზემოთ ვლინდება, მაგრამ ამ ბოლო დროს დაავადება გაახალგაზრდავდა და ბევრი 30 წლამდე ასაკის ადამიანი უჩივის უკვე სახსრების გამუდმებულ ტკივილს.

სახსრების ტკივილი შეიძლება გამოწვეული იყოს ტრამვებით, ართრიტით, რევმატიზმით, მოტეხილობით და სხვა მიზეზთა გამო.

სტატიაში შემოგთავაზებთ ხალხური მედიცინის უძველეს რეცეპტს, რომელიც შედეგს პირველი გამოყენებისთანავე მოგცემთ.

რეცეპტი გაჯერებულია ნატურალური და ყველასთვის ხელმისაწვდომი იგრედიენტებით.

საჭირო იგრედიენტები:

  • მდოგვის ფხვნილი 1 ს. კ.
  • წყალი 1 ს. კ.
  • მარილი 1 ს. კ.
  • თაფლი 1 ს. კ.

მომზადების წესები:

მოცემული იგრედიენტები კარგად აურიეთ ერთგვაროვანი კონსისტენციის მასის მიღებამდე. მომზადებული მასა მოათავსეთ მინის ჭურჭელში და შედეთ მაცივარში.

გამოყენების წესები:

  1. მომზადებული ნაზავი დაიტანეთ მტკივნეულ სახსარზე. ზემოდან ცელოფანი შემოიხვიეთდა დაითბუნეთ შალის შარფით.
  2. საფენი დაიტოვეთ 1,5-2 საათი. უმჯობესია თუ პროცედურას გაიკეთებთ ძილის წინ, რადგან სახსარმა მთელი ღამით შეძლოს დასვენება.
  3. პროცედურა ჩაიტარეთ 4-5 დღის განმავლობაში. შედეგს პირველი გამოყენებისთანავე იგრძნობთ. მკურნალობა გააგრძელეთ საჭიროების მიხედვით. დარჩენილი საშუალება აუცილებლად შეინახეთ მაცივარში.

მოამზადეთ შემოთავაზებული საშუალება, დაივიწყეთ სახსრების მტანჯველი ტკივილი და დაუბრუნდით სრულყოფილ ცხოვრებას.