კრემის რეცეპტი, რომელიც სწრაფად შეამცირებს ტკივილს და შეაფერხებს ართრიტის განვითარებას

დროთა განმავლობაში ადამიანს ეწყება სახსრებისა და კუნთების ტკივილი, თითქოს ორგანიზმი ცვთება. ადამიანთა უმეტესობა ამ ფაქტს ყურადღებას არ აქცევს, მაგრამ მისი  უგულებელყოფა არ შეიძლება, ეს სერიოზული შეცდომა იქნება,   ვინაიდან ამ ტკივილისგან თავის დაღწევა არა მხოლოდ შესაძლებელია, არამედ აუცილებელია. უყურადღებობას კი სამწუხარო შედეგი მოჰყვება, ართრიტი თანდათან ვრცელდება, ვითარდება და მისგან თავის დაღწევა შეუძლებელი გახდება.

სტატიაში შემოგთავაზებთ ბუნებრივი ინგრედიენტებით გაჯერებული საშუალების რეცეპტს, რომლის წყალობითაც შეძლებთ ანთებისგან, ტკივილებისგან გათავისუფლებას და შეაფერხებთ ართრიტის განვითარებასა და გავრცელებას.

სამკურნალო მალამოს მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ქოქოსის ზეთი ¼ ჩ. ჭ.
  • კაკაოს კარაქი ან ქოქოსის კარაქი ¼ ჩ. ჭ.
  • ფუტკრის ცვილი (დაჭრილი) ¼ ჩ. ჭ.
  • კაიენის წიწაკა 2 ჩ. კ.
  • კურკუმა 1 ჩ. ჭ.
  • ჯანჯაფილის ფხვნილი 1 ჩ. კ.
  • პიტნის ეთერზეთი 10 წვეთი

მომზადების წესი:

  1. ქოქოსის ზეთი, კაკაოს კარაქი და ფუტკრის ცვილი გაადნეთ ორთქლის აბაზანაზე. როდესაც მასა გახდება ერთგვაროვანი დაამატეთ კაიენის წიწაკა, კურკუმა, ჯანაფილი და აურიეთ. ნარევი გადმოდგით ცეცხლიდან და შეურიეთ პიტნის ეთერზეთი.
  2. მზა მალამო გადაიტანეთ მინის ქილაში, გააგრილეთ და  დაახურეთ ხუფი.
  3. მალამო თხელ ფენად შეიზილეთ მტკივნეულ ადგილებზე.

მალამო გამოსაყენებლად ვარგისია 6-8 კვირის განმავლობაში. აუცილებლად შეინახეთ მაცივარში. პროცედურის ბოლოს ხელები კარგად დაიბანეთ. გისურვებთ ჯანმრთელობას!