ბუნებრივი ნიღაბი გაგაახალგაზრდავებთ ვიზუალურად რამდენიმე წლით

779

სილამაზისა და ახალგაზრდობის შენარჩუნებაში დიდ დახმარებას გვიწევს ბუნება. ვიტამინებითა და სასარგებლო ნივთიერებებით გაჯერებული ნატურალური პროდუქტები, რომლებიც ყველასთვის ხელმისაწვდომია ჩვენი სილამაზისა და ახალგაზრდობის სადარაჯოზე დგანან.

შემოგთავაზებთ სახის მარტივ, მაგრამ ძალაინ ეფექტური ნიღაბის რეცეპტს. მარწყვის ნიღაბი გამოიყენება გადაღლილი და მოწიფული სახის კანისთვის. საკვები ნივთიერებები ატონიზირებს კანს და ასწორებს ნაოჭებს. ნიღაბი გაიკეთეთ კვირაში 2-ჯერ, ჩაიტარეთ სულ 10 პროცედურა.

საჭირო იგრედიენტები:

  • ხაჭო 30 გრ
  • მარწყვი 6-8 ცალი
  • კეფირი 3 ს. კ.
  • თაფლი 1 ს. კ.

გამოყენებისა და მომზადების წესები:

  1. მოცემული იგრედიენტები კარგად აურიეთ, მიიღეთ ერთგვაროვანი მასა.
  2. ნიღაბი დაიტანეთ წინასწარ გაწმენდილ სახეზე, ყელსა და მკერდის მიდამოებში. წაისვით სქელი ფენა და გაიჩერეთ 20-25 წუთი.
  3. ნიღაბი ჩამოიბანეთ თბილი გადადუღებული წყლით.
  4. სასურველი შედეგის მისაღებად თბილი წყლის შემდეგ სახე ცივი გადადუღებული წყლით დაიბანეთ და წაისვით დამატენიანებელი მალამო.

ყურადღება! თუ თაფლზე ან მარწყვზე ალერგია გაქვთ, ეს ნიღაბი არ გამოიყენოთ!

მოამზდეთ ბუნებრივი იგრედიენტების ეს საოცარი კომბინაცია და იზრუნეთ თქვენს სილამაზეზე.