როგორ მოვსპოთ უნიტაზზე ბინადარი მილიარდობით მიკრობი და შევინარჩუნოთ იდეალური სისუფთავე დიდი ხნით

ძმარი საუკეთესო სადეზინფექციო საშუალებაა. მისი მთავარი უპირატესობა არის ის, რომ ორგანული პროდუქტია, უსაფრთხოა ჩვენი ჯანმრთელობისთვის და შეგიძლიათ თამამად გამოიყენოთ სახლში ნებისმიერი ზედაპირის გასაწმენდად.

ქიმიური საწმენდი საშუალებები ძალიან ძლიერია და ხშირად ტოქსიკურია, ზედაპირებიდან ძნელად მოსაშორებელია და შეუძლია ჰაერში მავნე ორთქლის გამოყოფა.

ამიტომ გამოიყენეთ ძმარი, რომელიც უძლიერესი სადეზინფექციო საშუალებაა, აშორებს ნადებს, ქვებს, კირქვას. ეფექტურად წმენდს ნებისმიერ ზედაპირს, უნიტაზს, უნიტაზის ავზს და ა. შ.

უნიტაზზე ნადების, ჟანგისა და ქვების მოსაშორებლად ძმარი ერთ-ერთი ყველაზე მარტივი და ბიუჯეტური საშუალებაა.

ნახევარი ლიტრი 9%-იანი ძმარი გააცხელეთ, არ აადუღოთ და ჩაასხით უნიტაზში. სამოქმედოდ დატოვეთ 5-7 საათი. შემდეგ უნიტაზის საწმენდი ჯაგრისით კარგად გაწმინდეთ. ძალიან მარტივად შეძლებთ ნადებისა და ქვების მოშორებას.

ძლიერი დაბინძურებისა და ლაქების საწინააღმდეგოდ უნიტაზში ჩაყარეთ სოდა. გასაწმენდად გამოიყენეთ ღრუბელი. კარგად გაწმინდეთ უნიტაზის კედლები როგორც შიგნიდან, ისე გარედან.  სამოქმედოდ დატოვეთ 30 წუთი. შედეგ მოასხით ძმარი. უმჯობესია, ძმარი ჩაასხათ სპრეი ბოთლში. ნარევი მაშინვე დაიწყებს აქაფებას. შემდეგ უნიტაზის საწმენდი ჯაგრისის  საშუალებით კიდევ ერთხელ კარგად გაწმინდეთ.

დეზინფექცია: ჩაასხით ძმარი უნიტაზის ავზში

აი, კიდევ ერთი საუკეთესო ვარიანტი სანტექნიკის გასაწმენდად  და დეზინფექციისთვის. თუ ჩახედავთ ავზს გაოცდებით. მიუხედავად იმისა, რომ ავზში სუფთა წყალი ჩაედინება, დროთა განმავლობაში ჩნდება ნადები, სოკო, ობი. სწორედ ამიტომ, დროდადრო აუცილებელია მისი გაწმენდა.

  • სავსე ავზს დაამატეთ ნახევარი ლიტრი 9%-იანი ძმარი.
  • გააჩერეთ მთელი ღამე ან აირჩიეთ დღე, როცა სახლში არავინ არის.
  • შემდეგ წყალი გადაკეტეთ. ავზი დაცალეთ და გაწმინდეთ.
  • შემდეგ გახსენით წყალი და რამდენჯერმე ჩარეცხეთ ავზი.