შემოგთავაზებთ უგემრიელესი კერძის რეცეპტს, რომელიც საოცარი არომატების ერთობლიობას წარმოადგენს. მოამზადეთ ერთხელ და ის თქვენი ოჯახის საყვარელი კერძი გახდება.
კერძის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- კარტოფილი 1 კგ
- ხახვი 2 თავი
- გატარებული ხორცი 700 გრ
- პამიდორი 3 ცალი
- ყველი 200 გრ
- მაიონეზი 500 გრ
- მარილი და შავი პილპილი გემოვნებით
მომზადების წესი:
- კარტოფილი და პამიდორი დაჭერით მრგვალ ნაჭრებად. ყველი გახეხეთ. ხახვი დაჭერით ალყა-ალყა.
- მაიონეზი შეაზავეთ მარილითა და შავი პილპილით. აიღეთ შედარებით ღრმა საცხობი ფორმა, დაასხით ცოტა ზეთი და ინგრედიენტები გაანაწილეთ შემდეგი თანმიმდევრობით: 1-ლი ფენა კარტოფილი, მე-2_ფარში, მე-3_ხახვი, მე-4_მაიონეზი, მე-5_პამიდორი, შემდეგ_მაიონეზი.
- ღუმელი გააცხელეთ 200 გრადუს ტემპერატურაზე. შემდეგ ტემპერატურას ცოტა დაუწიეთ. გამოსაცხობად დასჭირდება 30-40 წუთი. მომზადებამდე 10 წუთით ადრე მოაყარეთ გახეხილი ყველი.
გემრიელად მიირთვით და ისიამოვნეთ!