ყველა მეკითხება, თუ როგორ ვახერხებ, რომ ჩემი თმა ყოველთვის იდეალურად სწორი და ბზინვარეა

994

სიმინდის სახამებელი თმის მოვლის საუკეთესო საშუალებაა. იგი შეიცავს ფოფსორს, კალციუმს, კალიუმს, ბოჭკოებს, მინერალებსა და ანტიოქსიდანტებს. ელემენტების ამ  კომბინაციის წყალობით სიმინდის სახამებელი იდეალურია როგორც თმის მოვლის საშუალება, საუკეთესოა ხვეული თმის გასასწორებლად. გარდა ამისა, მოცემული საშუალება თმას არბილებს, აძლიერებს, ხდის დამყოლს, აცოცხლებს.

თმის განებივრება ბუნებრივი საშუალებებით იდეალური, პრაქტიკული და ძალიან ეფექტურია.

იხილეთ სიმინდის სახამებლის ბაზაზე მომზადებული ნიღბების რეცეპტები, რომელთა წყალობითაც შეძლებთ თმის გასწორებას.

სიმინდის სახამებლისა და წყლის ნიღაბი

ნიღაბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ სიმინდის სახამებელი 2 ს. კ. და 1 ჩ. ჭ. თბილი წყალი. სახამებელს ნელ-ნელა დაასხით თბილი წყალი და კარგად მოურიეთ, უნდა მიიღოთ ერთგვაროვანი მასა. ნარევი დადგით დაბალ ცეცხლზე, ურევთ განუწყვეტლივ და აადუღეთ. გაგრილებულ მასას დაამატეთ თქვენთვის სასურველი ეთერზეთის რამდენიმე წვეთი.

ნიღაბი შეიზილეთ მშრალ თმაზე, ძირებზე, მთელ სიგრძეზე და სამოქმედოდ დაიტოვეთ 10-15 წუთი. მითითებული დროის გასვლის შემდეგ, თმა ჩვეულებრივი წესის მიხედვით დაიბანეთ. თმა დაგირბილდებათ, გახდება დამყოლი და მბზინავი.

სიმინდის სახამებელისა და ქოქოსის ზეთის ნიღაბი  

ნარევი შეიცავს ცხიმოვან მჟავებსა და ვიტამინებს, რომლებიც ეფექტურად კვებავს, არბილებს და ასწორებს თმას. ნიღაბი განსაკუთრებით იდეალურია დაუმორჩილებელი, ხვეული და მტვრევადი თმისთვის.

ნიღაბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • თბილი წყალი 1 ჩ. ჭ.
  • სიმინდის სახამებელი 3 ს. კ.
  • ქოქოსის ზეთი 1-2 ჩ. კ.

მომზადებისა და გამოყენების წესები:

სახამებელს დაასხით წყალი და კარგად მოურიეთ, უნდა მიიღოთ ერთგვაროვანი მასა. ნარევი დადგით დაბალ ცეცხლზე და აადუღეთ, ურევთ განუწყვეტლივ. გადმოდგით ცეცხლიდან და თბილს დაამატეთ ქოქოსის ზეთი და კარგად აურიეთ.

გაგრილების შემდეგ ნიღაბი შეიზილეთ დაუბანელი თმის ძირებზე და მთელ სიგრძეზე. თუ თქვენ ცხიმიანი კანი გაქვთ, მაშინ ნიღაბი ძირებზე არ შეიზილოთ. სამოქმედოდ დაიტოვეთ 20-30 წუთი. შემდეგ თმა ჩვეულებრივი წესის მიხედვით დაიბანეთ.

ნიღაბი გამოიყენეთ კვირაში 4-ჯერ და შეძლებთ თმის გასწორებას, მაქსიმალური ბზინვარების მინიჭებას.

რძისა და სახამებლის ნიღაბი

მართალია, ძვირია, მაგრამ საუკეთესოა თუ მოცემული ნიღაბის მოსამზადებლად გამოიყენებთ ქოქოსის რძეს. მისი წყალობით შეძლებთ მეტი პროტეინის მიღებას, რომელიც აუცილებელია თმის გასაძლიერებლად. ნიღაბი არბილებს და აძლიერებს თმას.

მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • თბილი რძე 1 ჩ. ჭ.
  • სიმინდის სახამებელი 2 ს. კ.
  • თუ გრძელი თმა გაქვთ დაამატეთ 1 ჭიქა რძე და 1 ს. კ. სახამებელი.

ინსტრუქცია:

მოცემული ინგრედიენტები აურიეთ, დადგით დაბალ ცეცხლზე და აადუღეთ. გაგრილებული მასა შეიზილეთ დაუბანელ თმაზე და დაიხურეთ შხაპის ქუდი. ნიღაბი სამოქმედოდ დაიტოვეთ 1-2 საათი. შემდეგ თმა ჩვეულებრივი წესის მიხედვით დაიბანეთ.

მაქსიმალური ეფექტის მისაღებად ნიღაბი გამოიყენეთ კვირაში 2-ჯერ 30 დღის განმავლობაში.