თმა გარეგნობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტია! ყველა ადამიანის სურვილია, შეინარუნოს ლამაზი და ჯანმრთელი თმა, მაგრამ ადამიანთა უმეტესობისთვის ეს რთული ამოცანაა.
იმისათვის, რომ შევინარჩუნოთ ძლიერი, ჯანმრთელი, ლამაზი თმა და ხელი შევუწყოთ მის ზრდას, ვიყენებთ კომერციულ საშუალებებს. სამწუხაროდ, ისინი საკმაოდ ძვირადღირებულია და ყოველთვის არ იძლევა სასურველ შედეგს.
სტატიაში შემოგთავაზებთ ხელნაკეთი შამპუნის რეცეპტს. შამპუნი შეგიძლიათ რეგულარულად გამოიყენოთ. მისი წყალობით შეძლებთ თმის გაზრდას, გაძლიერებას, შეუნარჩუნებთ მას სილამაზესა და მოცულობას.
შამპუნის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- 50 მლ აბუსალათინის ზეთი
- 2 ამპულა B ვიტამინი
- 100 მლ პანთენოლი
- 30 მლ ჭინჭრის ნაყენი
- 750 მლ ჭინჭრის შამპუნი
მომზადების წესი:
- შამპუნი უმარტივესი მოსამზადებელია. მოცემული ინგრედიენტები დაამატეთ ჭინჭრის შამპუნს და კარგად აურიეთ.
- შამპუნი დაიტანეთ სველ თმაზე და თითების ბალიშებით ფრთხილად შეიზილეთ თავის კანზე. ამ გზით ხელს შეუწყობთ სისხლის მიმოქცევის ცირკულაციას. შემდეგ თმა ჩვეულებრივი წესის მიხედვით დაიბანეთ.
ნუ გადაიხდით ზედმეტს, მოამზადეთ ხელნაკეთი შამპუნი და იზრუნეთ თქვენს სილამაზეზე.