შემოგთავაზებთ ხაჭოს დიეტური დესერტის მოსამზადებლად არ გჭირდებათ ფქვილი, მანანი, შაქარი.
ჰაეროვანი და ნაზი დესერტის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ხაჭო 250 გრ
- რძე 100 მლ
- კვერცხი 2 ცალი
- ბანანი 2 ცალი
- ვანილი, დარიჩი გემოვნების მიხედვით
მომზადების წესი:
- კვერცხის ცილა და გული გამოყავით ერთმანეთისგან.
- ხაჭო, რძე, ბანანი, კვერცხის გულები, ვანილი და დარიჩინი დააბლენდერეთ. მიიღებთ სქელი არაჟნის სისქის მასას.
- ცალკე ათქვიფეთ ცილა და მიღებული ღრუბელივით მასა ნაზად შეურიეთ ხაჭოს ნარევს.
- დესერტი შეგიძლიათ გამოაცხოთ სილიკონის ფორმაში. თუ გამოსაცხობად კექსის ფოლადის ფორმას გამოიყენებთ, აუცილებლად ჩააფინეთ პერგამენტის ქაღალდი.
- ღუმელი გააცხელეთ 160-170 გრადუს ტემპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭირდება 35 წუთი.
შეგიძლიათ სუფრასთან მიტანის წინ დესერტს მოასხათ თაფლი. გემრიელად მიირთვით!