პირის ღრუში უსუამოვნო სუნი და მავნე ბაქტერიები რომ გაანადგუროთ, გამოიყენეთ ხელმისაწვდომი საშუალებები

0
488

ღრძილები პირის ღრუს ერთ-ერთი ყველაზე მგრძნობიარე ნაწილია, რომელიც სათანადო მოვლას საჭიროებს. სტატიაში შემოგთავაზებთ ღრძილების მოვლის ხელნაკეთ საშუალებათა რეცეპტებს.

1. ღრძილებისა და კბილების გასამაგრებელი ფხვნილი

ბუნებრივი ინგრედიენტებით გაჯერებული ფხვნილი ამაგრებს ღრძილებს, ათეთრებს კბილებს, ათავისუფლებს  პირის ღრუს ბაქტერიებისგან და აუმჯობესებს სუნთქვას.

მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტრები:

  • საკვები სოდა 3 ს. კ.
  • პიტნის ეთერზეთის 3 წვეთი
  • ჯანჯაფილის ფხვნილი ¼ ჩ. კ.
  • წმინდა ზღვის მარილი ½ ჩ. კ.

მომზადების წესი:

მოცემული ინგრედიენტები აურიეთ. მომზადებული ნარევის 1 ჩ. კ. გახსენით 100 მლ თბილ წყალში და გამოივლეთ პირის ღრუში. სავლების გამოყენება რეკომენდებულია ყოველდღიურად.

2. პირის ღრუს ბაქტერიების საწინააღმდეგო სავლები

პირის ღრუ ადგილია, სადაც გროვდება დიდი რაოდენობით ბაქტერიები, ამიტომ რეგულარულად და საგულდაგულოდ უნდა ვიზრუნოთ მის გაწმენდაზე. შემოთავაზებული  საშუალება შესანიშნავია სუნის გამომწვევი ბაქტერიების წინააღმდეგ საბრძოლველად და ღრძილების ანთების სამკურნალოდ.

სავლების მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • წყალი 250 მლ
  • პიტნის ეთერზეთი 7 წვეთი
  • მცენარეული გლიცერინი 1 ჩ. კ.
  • ალოეს წვენი 1 ჩ. კ.

მომზადების წესი:

მოცემული ინგრედიენტები აურიეთ. მიღებული ნარევი გადაასხით მინის თავდახურულ ბოთლში. სავლები შეგიძლიათ გამოივლოთ ყოველდღიურად. გამოყენების წინ აუცილებლად შეანჯღრიეთ.

3. მცენარეული სავლები

ბუნებრივი ინგრედიენტებით გაჯერებული ხელნაკეთი სავლების მოსამზაადებლად დაგჭირდებათ პიტნის ფოთლები  და ანისის თესლი. შედეგად ვიღებთ უძლიერეს ანტისეპტიკურ საშუალებას. სავლები გაგათავისუფლებთ პირის ღრუს უსიამოვნო სუნისგან.

მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • წყალი 250 მლ
  • პიტნის ფოთლები 2 ჩ. კ.
  • ანისის თესლი 1 ჩ. კ.
  • გულყვითელას ნაყენი ½ ჩ. კ.

მომზადების წესი:

წყალი აადუღეთ, დაასხით პიტნის ფოთლებსა და ანისის თესლს, დააყოვნეთ 10 წუთი, გადაწურეთ და გადაიტანეთ მინის ბოთლში. სავლები გამოივლეთ ყოვლდღიურად. ბოთლი გამოყენების წინ აუცილებლად შეანჯღრიეთ.

გისურვებთ ჯანმრთელობას!