სისხლის კოლტის წარმოქმნის მანიშნებელი 10 სიმპტომი, რომელიც არ უნდა დააიგნოროთ

3591

სისხლის კოლტები წარმოიქმნება მაშინ, როდესაც სისხლი თხევადი ფორმის ნაცვლად გელის მსგავს ფორმას იღებს. ისინი როგორც წესი თქვენს ჯანმრთელობას არ აზიანებენ და პირიქით ორგანიზმს სისხლდენისგან იცავენ ჭრილობის ზედაპირზე წარმოქმნის საშუალებით. თუმცა, როდესაც კოლტები თქვენ ღრმა ვენებში წარმოიქმნება, მაშინ ისინი ექსტრემალურად სახიფათო შეიძლება იყოს. ნახეთ როგორ შეიძლება მათი წარმოქმნის მანიშნებელი სიმპტომების ამოცნობა:

10. აჩქარებული გულისცემა

თუ ფილტვებში კოლტი გაგიჩნდებათ, მაშინ მკერდში აჩქარებული გულისცემა შეიძლება იგრძნოთ. ასეთ დროს ტაქიკარდიას ფილტვებში ჟანგბადის დაბალი დონე იწვევს. ამ დანაკლისის ასანაზღაურებლად გული სულ უფრო და უფრო სწრაფ რეჟიმში ცდილობს მუშაობას.

9. სუნთქვის ნაკლებობა

თუ გააცნობიერეთ, რომ ღრმად ჩასუნთქვა თქვენთვის სერიოზულ პრობლემად იქცა, მასინ ეს ფილტვებში არსებული კოლტის ბრალი შეიძლება იყოს. ამას ფილტვის ემბოლია ეწოდება.

8. უმიზეზოდ ხველება

თუ ზოგჯერ მოულოდნელად გეწყებათ მშრალი ხველება სუნთქვის პრობლემებთან და მკერდის ტკივილებთან ერთად, მაშინ ეს კოლტის წარმოქმნის წინასწარ ნიშნად შეიძლება ჩათვალოთ. თუ ასეთ დროს სისხლს ამოახველებთ, მაშინ სასწრაფოდ უნდა მიმართოთ ექიმს.

7. მკერდის ტკივილი

ღრმად ჩასუნთქვის დროს მკერდის არეში ტკივილის შეგრძნება ფილტვების ემბოლიის სიმპტომია. ასეთი ტკივილები ჩხვლეტას მოგაგონებთ და შეიძლება გეგონოთ, რომ გულის შეტევა გემართებათ. თუმცა, ემბოლიის დროს ტკივილი ყოველი ჩასუნთქვით იწყებს გაუარესებას და ამის შემჩნევის შემთხვევაში სასწრაფოდ უნდა დაუკავშირდეთ სამედიცინო დახმარებას.

6. წითელი ან მუქი წერტილების გაჩენა ფეხზე

ეს ფეხში გაჩენილი კოლტის სიმპტომი შეიძლება იყოს. ასეთ დროს შეიძლება იგრძნოთ სირბილე და სითბო აღნიშნულ არეში და ტკივილი ფეხის თითების გაჭიმვისას.

5. ხელის ან ფეხის ტკივილი

სისხლის კოლტით გამოწვეული ტკივილი ადვილად შეიძლება აგერიოთ კუნთების კრუნჩხვებში. თუმცა, ასეთი ტკივილი უფრო ხშირად ვლინდება სიარულის ან ფეხების წინ გაქაჩვის დროს.

4. კიდურების შეშუპება

თუკი მოულოდნელად შეამჩნიეთ, რომ კოჭები შეგიშუპდათ, მაშინ ეს სისხლის კოლტის საგანგაშო ნიშანი შეიძლება იყოს. ასეთი მდგომარეობა საგანგაშო სიტუაციად ითვლება, რადგან კოლტი ნებისმიერ დროს შეიძლება მოწყდეს ერთ ადგილს და მიწვდეს თქვენს ნებისმიერ ორგანოს.

3. წითელი ზოლები ფეხზე

თუ ფეხის ვენების გასწვრივ წითელი ზოლების გაჩენას შეამჩნევთ და მათი შეხებისას სითბოს იგრძნობთ, მაშინ თქვენ სასწრაფო სამედიცინო დახმარებას საჭიროებთ.

2. ღებინება

ღებინება მუცელში სისხლის კოლტის არსებობის ნიშანი შეიძლება იყოს. ამას მესენტრული იშემია ეწოდება და როგორც წესი თან ახლავს სერიოზული ტკივილი კუჭის არეში. თუკი ნაწლავები საკმარის სისხლს არ მიიღებენ, თქვენ ასევე შეიძლება იგრძნოთ გულისრევა და დაინახოთ სისხლი თქვენს განავალში.

1. ცალი თვალის მთლიანი ან ნაწილობრივი სიბრმავე

ტკივილის გარეშე მხედველობის გაუარესება ცენტრალური ბადურის არტერიის ოკლუზიის სიმპტომი შეიძლება იყოს. ეს საგანგაშო სამედიცინო სიტუაციად ითვლება და მისი შემჩნევისთანავე უნდა ესტუმროთ ექიმს, განსაკუთრებით მაშინ, თუკი მას ბალანსის პრობლემებიც ახლავს თან.