სტატიაში შემოგთავაზებთ მარტივ მეთოდებს, რომელთა დახმარებით შეძლებთ მოიშოროთ თმა ისეთი არასასურველი ადგილებიდან, როგორიცაა მკლავები, ფეხები, ზურგი, მუცელი, სახე. ბუნებრივი პროდუქტების საშუალებით უსაფრთხოდ, უმტკივნეულოდ შეძლებთ, მოიშოროთ არასასურველი თმა.
1. ოსპი და კარტოფილი
მოცემული პრობლემის გდსაჭრელად საუკეთესო საშუალებაა ოსპისა და კარტოფილის კომბინაცია.
ნახევარ ჩ. ჭ. ოსპს დაასხით ცოტა წყალი და ჩაალბეთ მთელი ღამით. დილით გადაწურეთ და დააბლენდერეთ. მიღებულ სქელ მასას დაამატეთ წვრილ სახეხზე გახეხილი 1 ცალი კარტოფილი, სუფრის კოვზი თაფლი, იმავე რაოდენობის ლიმონის წვენი და კარგად აურიეთ.
მზა მასა შეიზილეთ არასასურველი თმით დაფარულ ადგილებზე და სამოქმედოდ დაიტოვეთ 30 წუთი. შემდეგ დაიბანეთ.
2. ხახვი და რეჰანი
შემოთავაზებული კომბინაცია საოცრად სასარგებლოა კანისთვის და არასასურველ ადგილებში თმის მოსაშორებლად.
ხახვი გაფცქვენით და გაასუფთავეთ ფენებს შორის არსებული გამჭირვალე გარსებისგან. შემდეგ ხახვი რეჰანთან ერთად დააბლენდერეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. მზა ნარევი წაისვით საჭირო ადგილებზე და 15-25 წუთის შემდეგ დაიბანეთ.
3. პაპაია
პაპაია შეიცავს ფერმენტს, რომელიც აფერხებს თმის ზრდას და თრგუნავს თმის ფოლიკულებს.
მოცემული ნარევის მოსამზადებლად დაგჭირდებათ პაპაიას რბილობი 1-2 ს. კ. და კურკუმას ფხვნილი ნახევარი ჩ. კ. მოცემული ინგრედიენტები დააბლენდერეთ. მიღებული პასტისებური მასა შეიზილეთ საჭირო ადგილებზე, სამოქმედოდ დაიტოვეთ 15-20 წუთი. სასურველი შედეგის მისაღებად პროცედურები გაიმეორეთ კვირაში 2-ჯერ.
4. ლიმონი და შაქარი
ამ ორი ინგრედიენტის კომბინაცია საუკეთესოა სახეზე არსებული თმის მოსაშორებლად. აურიეთ 2 ჩ. კ. ლიმონის წვენი, 2 ს. კ. შაქარი და 10 ს. კ. წყალი. ნარევი შეიზილეთ სახეზე, სამოქმედოდ დაიტოვეთ 15-20 წუთი. პროცედურა გაიმეორეთ კვირაში 2-3-ჯერ. მოცემული საშუალება გამოიყენეთ ძილის წინ.
5. ბანანი და შვრია
აურიეთ 1-2 ჩ. კ. შვრია და დაჭყლეტილი ბანანი. მიღებული მასა შეიზილეთ კანის პრობლემურ ადგილებზე, სამოქმედოდ დაიტოვეთ 15-20 წუთი. პროცედურა გაიმეორეთ კვირაში 2-ჯერ.
6. კურკუმა და ვარდის წყალი
მოცემული პროდუქტების კომბინაციის საშუალებით მოიშორებთ თმას არასაურველი ადგილებიდან.
აურიეთ კურკუმას ფხვნილი და ვარდის წყალი ისე, რომ მიიღოთ პასტისებური მასა. შეიზილეთ საჭირო ადგილებზე და 15-30 წუთის შემდეგ დაიბანეთ. მოცემული საშუალება საუკეთესოა თხელი თმის მოსაშორებლად, ხოლო შედარებით სქელი თმის მოსაშორებლად დაამატეთ შვრია და იოგურტი.
გამოიყენეთ შემოთავაზებული საშუალებები და ყველასთვის ხელმისაწვდომი ბუნებრივი პროდუქტებით მოიშორეთ თმა არასასურველი ადგილებიდან.