ხელნაკეთი, აბსოლუტურად ნატურალური ნიღაბი, რომელსაც უკვე რამდენიმე თვეა ვიყენებ, შედეგად კი ნაოჭები შეუმჩნეველი გახდა

კანი ადამიანის ორგანიზმის ყველაზე დიდი ორგანოა, რომელიც გვიცავს. ყველაფერი რასაც მივირთმევთ, ვსვამთ ან როგორ განწყობაზე ვართ, აისახება კანზე. სწორედ ამიტომ, სჭირდება მას განსაკუთრებული მოვლა.

კანის მოვლის საუკეთესო საშუალებად ითვლება ბუნებრივი ინგრედიენებით მომზადებული ხელნაკეთი ნიღბები, საცხები, მალამოები, სკრაბები და კანის მოვლის სხვა საშუალებები.

შემოგთავაზებთ ერთ-ერთ საუკეთესო ნიღაბის რეცეპტს. სახის ნიღაბის მოსამზადებლად გჭირდებათ უმარტივესი ინგრედიენტები. ბუნებრივი პროდუქტების საოცარი კომბინაცია ათანაბრებს კანის ტონს, წმენდს კანს აკნეს ნაწიბურებისგან, ასწორებს ნაოჭებს.

ნიღაბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • თაფლი 1 ჩ. კ.
  • მუსკატის კაკალი (ჯავზი) ნახევარი ჩ. კ.
  • ლიმონის წვენი 1 ჩ. კ.
  • დარიჩინი ნახევარი ჩ. კ.

მომზადებისა და გამოყენების წესები:

მოცემული ინგრედიენტები აურიეთ ისე, რომ მიიღოთ ერთგვაროვანი მას.

გამოყენებამდე სახე დაიბანეთ, გაიმშრალეთ და მომზადებული მასა თანაბრად გაინაწილეთ. მოერიდეთ თვალების ირგვლივ კანს. ნიღაბი სამოქმედოდ დაიტოვეთ 30 წუთი. პირველი 5 წუთი შეიძლება იგრძნოთ წვა, ჩხვლეტა, მაგრამ შემდეგ თანდათან გაგიქრებათ. ნარჩენები თბილი წყლით ჩამოიბანეთ. ნიღაბი გაიკეთეთ კვირაში 1-2-ჯერ.

თუ მშრალი კანი გაქვთ, ნიღაბის შემდეგ სახეზე წაისვით დამატენიანებელი კრემი ან ცოტა ქოქოსის ზეთი.

თუ თაფლზე ალერგია გაქვთ, ნიღაბი არ გაიკეთოთ. თუ მგრძნობიარე კანი გაქვთ, ამოიღეთ ლიმონის წვენი.

ნიღაბის გამოყენება არ არის რეკომენდებული როზაცეას ან  კანის სხვა სისხლძარღვთა დაავადებების დროს.