შემოგთავაზებთ უგემრიელესი და უნაზესი ტორტის ,,სპარტაკის“ რეცეპტს. თაფლისა და კაკაოს არომატით გაჯერებული თხელი, ნაზი, ჰაეროვანი ფირფიტებისა და კრემის კომბინაცია დესერტს განუმეორებელს ხდის.
კრემის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- რძე 500 მლ
- კვერცხი 3 ცალი
- ფქვილი 3 ს. კ.
- სახამებელი 1 ს. კ.
- ვანილი
- შაქარი 150 გრ
- კარაქი 150 გრ
ცომის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- კვერცხი 2 ცლი
- რძე 3 ს. კ.
- შაქარი 150 გრ
- სოდა 1 ჩ. კ.
- თაფლი 3 ს. კ.
- კარაქი 50 გრ
- კაკაო 2 ს. კ.
- ფქვილი 400 გრ
მომზადების წესი:
- პირველ რიგში, ამზადებთ კრემს. სქელძირიან ქვაბში აურიეთ ფქვილი, სახამებელი, შაქარი და კვერცხი. შემდეგ ნელ-ნელა დაამატეთ თბილი რძე. ქვაბი დადგით დაბალ ცეცხლზე და ურევთ განუწყვეტლივ. მასა ადუღეთ გასქელებამდე. შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან და გააგრილეთ ოთახის ტემპერატურამდე.
- ცომის მოსამზადებლად დაგჭირდებათ სქელძირიანი ქვაბი. მოცემული ინგრედიენტები, ფქვილის გარდა, აურიეთ. ქვაბი დადგით დაბალ ცეცხლზე და ადუღეთ 10 წუთი. შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან და თბილს შეაზილეთ 2 ს. კ. კაკაო და ფქვილი. მიიღებთ რბილ ცომს. ცომი დააყოვნეთ და 20-30 წუთის შემდეგ გამაგრდება.
- გამოსაცხობად დაგჭირდებათ მართკუთხედი საცხობი ფორმა (20/25 სმ). ცომი გაყავით 5 ნაწილად. თუ შედარებით პატარა ფორმა გაქვთ, მაშინ 7 ფენად გაყავით. თითოეული ნაწილი გააბრტყელეთ თხელ ფენებად, დაიტანეთ საცხობ ფორმაზე, რომელზედაც ცხიმწასმული პერგამენტის ქაღალდი გაქვთ დაფენილი.
- ღუმელი გააცხელეთ 200 გრადუს ტემპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭირდება 6-8 წუთი.
- კარაქი კარგად ათქვიფეთ და ნელ-ნელა დაამატეთ მოხარშული კრემი. 4 ფენას წაუსვით კრემი, ხოლო მე-5 ფენა დაფარეთ შოკოლადის მინანქრით. მინანქრის მოსამზადებლად 150 გრ შოკოლადს დაამატეთ 1-2 ს. კ. კარაქი და გაადნეთ ორთქლის აბაზანაზე.
უგემრიელესი დესერტი მთელი ღამით გააჩერეთ. უკეთესი იქნება, თუ რამდენიმე საათით შედებთ მაცივარში. გემრიელად მიირთვით და ისიამოვნეთ!