
აქტივირებული ნახშირი უძლიერესი სამკურნალო საშუალებაა, რომელიც ორგანიზმისთვის სასარგებლო მრავალი დადებითი თვისებითაა გაჯერებული. ის გამოდევნის ორგანიზმიდან ტოქსინებს, მავნე ნარჩენებს და გვეხმარება ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მრავალი პრობლემის მოგვარებაში.
სტატიაში ვისაუბრებთ აქტივირებული ნახშირის მნიშვნელობაზე კოსმეტოლოგიური ხაზით.
შავი საოცრების ბაზაზე მომზადებული ნიღბები წმენდს კანს, ფორებს. მისი გამოყენება შეგიძლიათ კვირაში 1-2-ჯერ, განსაკუთრებით კი ეფექტურია ცხიმიანი კანისთვის.
აქტივირებული ნახშირის ბაზაზე მომზადებული ნიღაბის რეცეპტი
ნიღაბის გამოიყენება შესაძლებელია ნებისმიერი ტიპის კანისთვის.
მოსალოდნელი საფრთხის თავიდან აცილების მიზნით გირჩევთ, ჩაიტროთ ტესტი შემდეგი წესის მიდხედვით: მომზადებული საშუალების მცირე ნაწილი დაიტანეთ იდაყვის შიგნითა მხარეს, გაიჩერეთ 24 საათი და დააკვირდით. ამ გზით აიცილებთ მოსალოდნელ საფრთხეს. კოსმეტოლოგების მიერ დადასტურებულია, რომ აქტივირებული ნახშირისა და თიხის ნიღბები მოქმედებით ერთმანეთის მსგავსია.
ნიღაბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
- აქტივირებული ნახშირი 1 ჩ. კ.
- ალოე ვერა 1 ჩ. კ.
- წყალი ან ვარდის წყალი1 ჩ. კ.
- ჩაის ხის ეთერზეთი 5 წვეთი
- ზღვის მარილი მწიკვი
მომზადებისა და გამოყენების წესები:
მოცემული ინგრედიენტები კარგად აურიეთ და თხელ ფენად დაიტანეთ სახეზე. დაელოდეთ გაშრობას და შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ. შემოთავაზებული ნიღაბი წმენდს ფორებს, აშორებს ზედმეტ ცხიმს და ასუფთავებს კანს.
აქტივირებული ნახშირის ბაზაზე მომზადებული სკრაბი
საჭირო ინგრედიენტები:
- აქტივირებული ნახშირი 2 აბი
- წყალი 1 ჩ. კ.
- ალოე ვერა 1 ჩ. კ.
- თაფლი 1 ჩ. კ.
- შაქარი 1 ჩ. კ.
მომზადებისა და გამოყენების წესები:
ნახშირის აბებს დაასხით წყალი და რამდენიმე წუთი გააჩერეთ. მოცემული ინგრედიენტები კარგად აურიეთ და დაიტანეთ სახის კანზე. 20-30 წუთის შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
აქტივირებული ნახშირის ბაზაზე მომზადებული საპონი ეფექტურად წმენდს სახის კანს, გამოაქვს ჭუჭყი და ტოქსინები. ნახშირის საპნის გამოიყენება რეკომენდებულია მათთვის, ვისაც აკნე აწუხებს. შეგიძლიათ შეიძინოთ აქტივირებული ნახშირის ხელნაკეთი საპონი ან თქვენ თვითონ მოამზადოთ საშინაო პირობებში.
შემოგთავაზებთ აქტივირებული ნახშირის საპნის რეცეპტს
ნებისმიერი საბავშვო საპონი გაადნეთ და დაამატეთ ნახშირის დაფხვნილი აბები და კარგად აურიეთ. მომზადებული მასა ჩაასხით სასურველი ფორმის პატარა კონტეინერში და გააციეთ.
ნუ გადაიხდით ზედმეტს, გამოიყენეთ იაფი და ეფექტური საშუალება და იზრუნეთ თქვენს სილამაზეზე.