დღეში ერთი ფინჯანი ეს არომატული სასმელი უებარია მთელი სხეულისთვის. მტვერსასრუტივით წმენდს ორგანიზმს და გვავსებს ენერგიით

510

ჩვენი ორგანიზმი სავსეა ტოქსინებით. ამის მიზეზი არის  არასწორი კვება და დაბინძურებული გარემო.

ტოქსინები უარყოფით გავლენას ახდენს ღვიძლის ფუნქციონირებაზე. ღვიძლის არასათანადოდ ფუნქციონირება კი ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ უამრავ პრობლემას ქმნის, რადგან ეს ორგანო არის პასუხიმგებელი მთელი ორგანიზმის დეტოქსიკაციაზე.

სწორედ ამიტომ, აუცილებელია ღვიძლის რეგულარულად გაწმენდა.

შემოგთავაზებთ უმარტივესი ინგრედიენტებით მომზადებული გამწმენდი სასმელის რეცეპტს, რომლის საშუალებით შეძლებთ ღვიძლის ბუნებრივი გზით გაწმენდას. სასმელი აუმჯობესებს  საჭმლის მონელებას, მიიღებთ მრავალ სარგებელს კუჭისა და საჭმლის მომნელებელი სისტემისთვის.

გამწმენდი სასმელის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ახალი პიტნის ფოთლები მუჭა
  • 1 ცალი ლიმონის წვენი
  • ნახევარი ფორთოხლის წვენი
  • წყალი 1 ლ
  • თაფლი გემოვნების მიხედვით

მომზადებისა და მიღების წესები:

  1. წყალი აადუღეთ, დაამატეთ პიტნის ფოთლები და ადუღეთ 5 წუთი. შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან და გააჩერეთ რამდენიმე წუთი.
  2. დაამატეთ ლიმონისა და ფორთოხლის წვენები, თაფლი (შეგიძლიათ არ დაამატოთ), ჩაახეხეთ ცოტა ლიმონის კანი და მოურიეთ.
  3. სასმელი შეგიძლიათ მიიღოთ როგორც ცხელი, ისე ცივი. დალიეთ დღეში 1 ფინჯანი (თქვენთვის ხელსაყრელ დროს).
  4. სამკურნალო პროცედურების ხანგრძლივობა 7-10 დღე. შემდეგ ცოტა ხნით შეისვენეთ და კვლავ გაიმეორეთ.

გისურვებთ ჯანმრთელობას!