კუნთების ხშირი კრუნჩხვები: 6 საკვები პროდუქტი, რომელიც შეგიწყობთ ხელს პრობლემისგან თავის დაღწევაში

კუნთების ტკივილი და სპაზმი მიუთითებს მაგნიუმის დეფიციტზე ან ორგანიზმში არსებულ სხვა დარღვევებზე, ამიტომ ამ პრობლემის იგნონირება არ შეიძლება.

კუნთის სპაზმის მოსახსნელად შეგიძლიათ გამოიყენოთ მარტივი მეთოდები.

პირველ რიგში, დაამატეთ თქვენი კვების რაციონს ნუში, მოცვი, ტკბილი კარტოფილი (ბატატი), ნიახურის თესლი, ჯანჯაფილის წვენი.

1. ნუში

რეკომენდებულია, ყოველდღიურად მიირთვათ 20 გრ ნუში, დაახლოებით ერთი მუჭა. ამ გზით შეძლებთ ორგანიზმს მიაწოდოთ მაგნიუმის საჭირო დღიური დოზა.

2. მოცვი

მოცვის შემადგენლობაში შემავალი ანტიოქსიდანტები ხელს უწყობს თავისუფალი რადიკალების აღმოფხვრას, რომელიც გროვდება კუნთებში.

3. ტკბილი კარტოფილი

ტკბილი კარტოფილი მდიდარია კალიუმით. კალიუმით მდიდარი პროდუქტები დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ ტკივილი და ფიზიკური დატვირთვის შედეგად გამოწვეული კუნთების სპაზმი.

4. ნიახურის თესლი

ანთების საწინააღმდეგო თვისებებით გაჯერებული ნიახურის თესლი ამცირებს დისკომფორტს და კალციუმის მაღალი შემცველობის წყალობით ხელს უწყობს კუნთების მოდუნებას.

5. ჯანჯაფილის წვენი

ჯანჯაფილი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, რაც შეიძლება ძალიან სასარგებლო იყოს ღამის კრუნჩხვების თავიდან ასაცილებლად. დაამატეთ თქვენი კვების რაციონს ჯანჯაფილის  წვენი. სასმელს კიდევ უფრო მეტ ეფექტურობას შეჰმატებთ თუ დაამატებთ ცოტა ლიმონის წვენს.

6. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს დატენიანებას

იმის უზრუნველსაყოფად, რომ თქვენი სხეული სათანადოდ იყოს დატენიანებული, დღის განმავლობაში რეგულარულად  მიიღეთ სუფთა სასმელი წყალი (ჩაი, ყავა, წვენები და სხვა მსგავსი სითხეები არ განიხილება). გახსოვდეთ, რომ ორგანიზმის სათანადოდ ჰიდრარტაცია წინ გადადგმული დიდი ნაბიჯია პრობლემისგან თავის დასაღწევად.

კუნთების სპაზმის მოსახსნელად საუკეთესო გამოსავალია ვარჯიშები ზურგის კუნთებისთვის.

როდესაც კრუნჩხვები გაწუხებთ, პირველი, რაც უნდა გააკეთოთ, არის კუნთების დჭიმვა. ნაზად დააჭირეთ თითები კუნთებზე და წრიული მოძრაობებით შეიზილეთ.

მასაჟი ეფექტური საშუალებაა. იგი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და აძლიერებს კუნთების ტონუსს. როგორიც არ უნდა იყოს პრობლემის გამომწვევი მიზეზი, გირჩევთ, მიმართოთ ექიმს და ჩაიტაროთ შესაბამისი გამოკვლევები. გისურვებთ ჯანმრთელობას!