შემოგთავაზებთ ბუნებრივი ინგრედიენტებით დატვირთული ხელნაკეთი ნიღაბის რეცეპტს, რომელიც კანისთვის საოცრებებს ახდენს.
- ნიღაბი მოგაშორებთ პიგმენტურ ლაქებს
- ატენიანებს და ჭიმავს კანს
- მოგაშორებთ თვალების ირგვლივ მუქ წრეებს
- ასწორებს წვრილ ნაოჭებს და ამცირებს მსხვილ ნაოჭებს
- ნიღაბი მხოლოდ სამი უძლიერესი ინგრედიენტისგან შედგება, რომელთა კომბინაცია კანისთვის საუკეთესოს ფორმულას ქმნის.
- ბრინჯის ფქვილი საუკეთესოა სახის კანისთვის.
- თაფლი კვებავს და ატენიანებს კანს.
- სოდა წმენდს კანს და მოგაშორებთ პიგმენტურ ლაქებს.
ნიღაბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- თაფლი 1 ჩ. კ.
- ბრინჯის ფქვილი 1 ს. კ.
- საკვები სოდა 1 ჩ. კ.
- ცოტა რძე ან იოგურტი, ან წყალი
მომზადების წესი:
- პირველ რიგში, ამზადებთ ბრინჯის ფქვილს.
- 1 ჩ. ჭ. ბრინჯი კარგად გარეცხეთ, გააშრეთ ოთახის ტემპერატურაზე ან ცოტა ხნით გამოაშრეთ ღუმელში და შემდეგ დაფქვით ყავის საფქვავში. ბრინჯის ფქვილი გადაიტანეთ მინის თავდახურულ ჭურჭელში და შეინახეთ გრილ და მშრალ ადგილზე.
ნიღაბის მომზადებისა და გამოყენების წესები:
მოცემული ინგრედიენტები აურიეთ მინის ჭურჭელში. უნდა მიიღოთ საკმაოდ სქელი მასა.
ნიღაბი დაიტანეთ წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე და წრიული მოძრაობებით თანაბრად გაანაწილეთ. სამოქმედოდ დაიტოვეთ 20 წუთი. ნარჩენები თბილი წყლით ჩამოიბანეთ. შემდეგ სახე პირსახოცით ნაზად შეიშრეთ და თხელ ფენად გადაისვით ქოქოსის ან ნუშის ზეთი.
ნიღაბი გაიკეთეთ ერთი თვის განმავლობაში კვირაში 3-ჯერ, ხოლო შემდეგ კვირაში ერთხელ.
მოცემული საშუალება შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც სახის კანზე, ისე ხელებზე, კისერზე, მკერდის ზონაზე.