როგორ დავიჩქაროთ მეტაბოლიზმი და შევიმციროთ კანქვეშა ცხიმი ვაშლის ძმრის დახმარებით

890

ვაშლის ძმარი უძლიერესი ბუნებრივი სამკურნალო საშუალებაა, რომელიც აქტიურად გამოიყენება მრავალი დაავადების სამკურნალოდ და პროფილაქტიკისთვის.

სამეცნიერო კვლევები და ასევე პრაქტიკული გამოცდილება აჩვენებს, რომ ვაშლის ძმარი წონაში დასაკლებად და სტაბილური შედეგის მისაღწევად საუკეთესო საშუალებაა.

1. ახშობს მადას

ვაშლის ძმარი აქვეითებს მადას, სწრაფად განაყრებთ, ჭამთ ცოტას და შედეგად თავისუფლდებით არასასურველი  კილოგრამებისგან.

2. აწესრიგებს შაქრის დონეს

აკონტროლებს სისხლში შაქრის დონეს, ხელს უშლის სისხლში შაქრის უკონტროლო ვარდნას.

3. აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას

ვაშლის ძმარი ხელს უშლის ცხიმების დაგროვებას, ასწრაფებს მეტაბოლიზმს და ხელს უწობს ცხიმის სწრაფად წვას. ეს საოცარი პროდუქტი შეიცავს დიდი რაოდენობით ორგანულ მჟავებსა და ფერმენტებს.

5. ვაშლის ძმარი წმენდს ორგანიზმს ტოქსინებისგან

როდესაც ორგანიზმი ტოქსინებით დატვირთულია, მაშინ მისი ფუნქციონირება შეფერხებულია. როგორც უკვე აღვნიშნეთ,  ვაშლის ძმარი წმენდს ორგანიზმს ტოქსინებისგან. ამ გზით ააქტიურებს ორგანიზმში მიმდინარე ყველა პროცესს და ხელს უწყობს საკვები ნივთიერებების შეწოვას.

გარდა ამისა, ვაშლის ძმარი:

  • მოქმედებს როგორც ანტიმიკრობული საშუალება;
  • ამცირებს სისხლში ცუდი ქოლესტერინის დონეს;
  • აქვს დადებითი გავლენა ინსულინის სკერეციაზე.

სტატიაში მოგაწვდით ინფორმაციას, თუ როგორ უნდა გამოიყენოთ ვაშლის ძმარი წონაში დასაკლებად და შეძლოთ მაქსიმალური შედეგის მიღება.

დაიწყეთ 1 ჩაის კოვზიდან. ფინჯან წყალში აურიეთ ჩაის კოვზი ვაშლის ძმარი და მიიღეთ დღეში ერთხელ. შემდეგ შეგიძლიათ თანდათან გაზარდოთ ძმრის რაოდენობა.

მეტაბოლიზმის ასაწრაფებლად და მადის დასათრგუნად მიიღეთ ჭამამდე 1 საათით ადრე. უმჯობესია, მიიღოთ უზმოზე.

ვაშლის ძმარი ძალიან მჟავეა, ამიტომ მისი დიდი რაოდენობით წყალში გაუზავებლად მიღება არ შეიძლება.

თუ მჟავე გემო დისკომფორტს გიქმნით, შეგიძლიათ დაამატოთ თაფლი. ვაშლის ძმარი დაამატეთ წვენებს, სმუზებს, სოუსებს, სალათებს.

ვაშლის ძმრის საშუალებით წონაში სწრაფად ვერ დაიკლებთ,  ცვლილებები იქნება ეტაპობრივი, მაგრამ მუდმივი. თვეში დაიკლებთ 2-3 კგ, მაგრამ მიიღებთ სტაბილურ შედეგს. გარდა ამისა, მოიგვარებთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ მრავალ პრობლემას. გისურვებთ ჯანმრთელობას!