შემოგთავაზებთ ეფექტური და ყველასთვის ხელმისაწვდომი საშუალების რეცეპტს, რომლის დახმრებითაც ხელს შეუწყობთ საჭმლის მონელებას და ისეთი დიდი პრობლემისგან გათავისუფლებას, როგორიცაა ყაბზობა.
ყაბზობა საკმაოდ გავრცელებლი დაავადებაა. ცხოვრების სწრაფი ტემპი, მუდმივი დაძაბულობა, სტრესები უარყოფით გავლენას ახდენს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ნორმალურად ფუნქციონირებაზე, რაც შედეგად იწვევს ყაბზობასა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ სხვა მრავალ პრობლემას.
მოცემული საშუალება გაჯერებულია ბუნებრივი ინგრედიენტებით. ბოჭკოებით მდიდარი შავი ქლიავი, ქიშმიში, შვრია ყაბზობის საწინააღმდეგო საუკეთესო საშუალებებია.
უძლიერესი სამკურნალო ნარევის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- შავი ქლიავის ჩირი 250 გრ
- სელის თესლი 200 გრ
- ლეღვის ან ფინიკის ჩირი 250 გრ
- ჩიას თესლი 35 გრ (სურვილისამებრ)
- ქიშმიში 200 გრ
- შვრიის ფანტელი 200 გრ
მომზადების წესი:
- მოცემული თესლეული დაფქვით ყავის საფქვავში ან დააბლენდერეთ.
- მოცემული ჩირები დააბლენდერეთ, დაამატეთ დანარჩენი ინგრედიენტები და აურიეთ. ნარევი გადაიტანეთ ქილაში და შეინახეთ მაცივარში.
- მიიღეთ 1 ს. კ. დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე ან ჭამიდან 1 საათის შემდეგ.
მოამზადეთ უმარტივესი, ყველასთვის ხელმისაწვდომი საშუალება, გაიჯერეთ ორგანიზმი სასარგებლო საკვები ნივთიერებებით, გაიუმჯობესეთ კანისა და თმის მდგომარეობა, გაიძლიერეთ იმუნიტეტი და თავი დააღწიეთ ისეთ რთულ პრობლემას, როგორიცაა ყაბზობა. გისურვებთ ჯანმრთელობას!