სტატიაში შემოგთავაზებთ ჯანჯაფილის ზეთის რეცეპტს, რომელიც გაგათავისუფლებთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ უამრავი პრობლემისგან.
ბუნებრივი საშუალება არ შეიცავს ქიმიურ ნივთიერებებს. იგი მოქმედებს მხოლოდ თავისი სამკურნალო თვისებების წყალობით.
ჯანჯაფილის ზეთი გაგიყუჩებთ სახსრებისა და კუნთების ტკივილებს, მოგიგვარებთ კუჭის პრობლემებს, ხელს უწყობს საჭმლის მონელებას, ეფექტურად მოქმედებს მოწამვლისა და ღებინების დროს.
ჯანჯაფილის ზეთი უმარტივესი მოსამზადებებლია. დაგჭირდებათ მხოლოდ 2 ინგრედიენტი: ჯანჯაფილი 40 გრ., ზეითუნის ზეთი ნახევარი ლიტრი.
მომზადების წესი: ჯანჯაფილი გახეხეთ და მოათავსეთ მინის ქილაში, რომელსაც ჰერმენტულად ეხურება თავი. მომზადებული მასა ერთი კვირით გააჩერეთ და შეანჯღრიეთ დღეში ერთხელ.
ჯანჯაფილის ზეთი შეგიძლიათ გამოიყენოთ ადგილობრივი გზით და გაიყუჩოთ ტკივილები და მოიგვაროთ კანის პრობლემები. ზეთის რამდენიმე წვეთი შეგიძლიათ მიიღოთ და გაიუმჯობესოთ საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ფუნქციონირება და მოიგვარეოთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვა პრობლემები. გისურვებთ ჯანმრთელობას!