
ქუსლებზე ნახეთქების წარმოქმნის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზი არის გაუხეშებული და მშრალი კანი. უმეტეს შემთხვევაში, ეს პრობლემა წარმოიქმნება დაუდევრობითა და ჰიგიენის დაუცველობით. თუ გულგრილობას გამოიჩენთ და სათანადო ყურადღებას არ მიაქცევთ, წარმოიქმნება ღრმა ნახეთქები. ღრმა ნახეთქები კი ძალიან მტკივნეულია და სისხლმდენი.
მშრალი კანი ასევე მიდრეკილია ინფექციებისკენ, ამიტომ აუცილებელია დაუყოვნებლივ მკურნალობა და მოცემული პრობლემის აღმოფხვრა.
გაითვალისწინეთ, მოცემული პრობლემა განსაკუთრებით საშიშია მათთვის, ვისაც ისეთი ქრონიკული დაავადებები აწუხებს, როგორიცაა დიაბეტი ან დაქვეითებული იმუნური სისტემა, ან დაავადება, რომელსაც შეუძლია შეანელოს დაბზარული ქუსლების შეხორცება.
ქუსლების გაუხეშებას და ნახეთქების წარმოქმნას იწვევს ასაკი, მოჭერილი ფეხსაცმელი, ფეხზე დიდი ხნით დგომა, ჰიგიენის დაუცველობა, ვიტამინებისა და მინერალების დეფიციტი.
სტატიაში შემოგთავაზებთ საუკეთესო საშუალებებს, რომელთა დახმარებითაც შეძლებთ ნახეთქების სწრაფად შეხორცებას.
1. ქოქოსის ზეთი
რეგულარულად შეიზილეთ ქუსლებზე ქოქოსის ზეთი და ამოიცვით სქელი წინდა. სამოქმედოდ დაიტოვეთ მთელი ღამით.
რამდენიმე დღეში მაქსიმალურ შედეგს მიიღბთ, რადგან მოცემული საშუალება განსაკუთრებით ეფექტურია მშრალი და დახეთქილი კანისთვის.
2. მწიფე ბანანი
შეიზილეთ ქუსლების გამომშრალ და დახეთქილ კანზე მწიფე ბანანის რბილობი და დაიყოვნეთ 10 წუთი.
მოცეული უმარტივესი საშუალება დაგირბილებთ კანს და გაგათავისუფლებთ ნახეთქებისგან.
3. ლიმონის წვენი
პრობლემურ კანზე შეიზილეთ ლიმონის წვენი და დაიტოვეთ დილამდე. ლიმონი ბუნებრივი მჟავაა, რომელიც ხელს უწყობს მკვდარი კანის აქერცვლას. დილით ფეხები დაიბანეთ თბილი წყლით და გაიხეხეთ პემზის ქვით.
მაქსიმალური ეფექტის მისაღებად ლიმონის წვენი გამოიყენეთ კვირაში 2-3-ჯერ.
4. გაწმენდა და დატენიანება
გამომშრალი და დაბზარული ქუსლების საწინააღმდეგოდ ყოველდღიური გაწმენდა და დატენიანება საუკეთესო საშუალებაა. დღის ბოლოს ფეხები საპნით დაიბანეთ, გულმოდგინეთ შეიმშრალეთ და შეიზილეთ ქუსლებზე 1 ჩ. კ. ზეთისა და ლიმონის წვენის (1 ჩ. კ.) ნარევი. მოცემული საშუალება გამოიყენეთ ყოველ საღამოს.
საუკეთესოა თაფლით, ვაშლის ძმრითა და შვრიის ან ბრინჯის ფქვილით მომზადებული ნატურალური სკრაბი. მოცემული ინგრედიენტები აიღეთ იმ რაოდენობით, რომ მიიღოთ სქელი მასა. ღრმა ნახეთქების საწინააღმეგოდ ნარევს დაამატეთ სუფრის კოვზი ზეითუნის ან ნუშის ზეთი. მოამზადეთ თბილი აბაზანა და ფეხები ჩაყავით 20 წუთით. შემდეგ გაიწმინდეთ და მომზადებული სკრაბი ქუსლებზე წრიული მოძრაობებით შეიზილეთ.
მოცემული საშუალების თითოეულ ინგრედიენტს ძალიან დიდი სარგებელი მოაქვს კანისთვის. მაგალითად, ვაშლის ძმარი ხელს უწყობს მკვდარი კანის დაშლას. ბრინჯის ფქვილი ამქერცლავი საშუალებაა, ხოლო საუკეთესო ბუნებრივი დამატენიანებლები თაფლი და ზეითუნის ზეთი კანს უნარჩუნებს ტენიანობას და ხელს უშლის კანის გახეთქვას.
გისურვებთ ჯანმრთელობას!