გამონაყარი და ლაქები კანზე: ასპირინის ნიღაბი ჩემი ნომერ პირველი დამხმარეა

0
563

სტატიაში შემოგთავაზებთ ასპირინის ბაზაზე მომზადებული ნიღაბის რეცეპტს, რომელიც კანის პრობლემების მოსაგვარებლად ნამდვილი საოცრებაა.

ყველასთვის ხელმისაწვდომი ორი ინგრედიენტის კომბინაცია წმენდს კანს ლაქებისგან, ათანაბრებს ტონს.

ანთების საწინააღმდეგო თვისებებით გაჯერებული ასპირინის ნიღაბი ხელს უწყობს აკნეთი გამოწვეული ინფექციების შემცირებას.

ამცირებს ნაწიბურებს, არბილებს კანს და ანიჭებს სიგლუვეს.

ნიღაბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ასპირინი 3 აბი
  • ლიმონის წვენი 3 ს. კ.

მომზადებისა და გამოყენების წესები:

  1. ასპირინის აბები დაფშხვენით, დაამატეთ ლიმონის წვენი და აურიეთ. ნიღაბი შეიზილეთ სახის კანზე, განსაკუთრებით დაზიანებულ ადგილებზე, და სამოქმედოდ დაიტოვეთ 10 წუთი. ნარჩენები თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
  2. შეგიძლიათ ლიმონის წვენი ჩაანაცვლოთ თბილი წყლით ან  იოგურტით, ან თაფლით (მოერიდეთ თაფლს თუ ალერგიული ხართ).

მოცემული საშუალება გაიკეთეთ ძილის წინ. მოამზადეთ უმარტივესი ნიღაბი და მოიგვარეთ კანის პრობლემები.