
კანი ადამიანის სხეულის ყველაზე დიდი ორგანოა. მისი მდგომარეობა ჩვენი ჯანმრთელობის მაჩვენებელია. იმისათვის, რომ გქონდეთ ლამაზი და ჯანმრთელი კანი რეგულარულად უნდა იზრუნოთ მასზე. გარდა ამისა, უნდა იკვებოთ სწორად, გაიჯეროთ ორგანიზმი ვიტამინებითა და მინერალებით.
კანის პრობლემები შეიძლება გამოწვეული იყოს E ვიტამინის დეფიციტით. შემოგთავაზებთ E ვიტამინის ბაზაზე მომზადებული უძლიერესი ნიღაბის რეცეპტს, რომელიც კვებავს კანს, აცოცხლებს, ანიჭებს ელასტიურობას, სიმკვრივეს.
ნიღაბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- E ვიტამინის 8 კაფსულა
- ავოკადოს რბილობი 1 ს. კ.
- წყალი ცოტა
- სტაფილო (საშუალო ზომის) ნახევარი
მომზადების წესი:
- მოცემული ინგრედიენტები დააბლენდერეთ ერთგვაროვანი, მასის მიღებამდე. უნდა მიიღოთ მალამოსებური მასა.
- ნიღაბი დაიტანეთ წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე და გაიჩერეთ 20 წუთი. ნარჩენები ჩამოიბანეთ ცივი წყლით.
- მაქსიმალური ეფექტის მისაღებად ნიღაბი გაიკეთეთ კვირაში 2-ჯერ.
მოცემული საშუალების გამოყენებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ საოცრად ეფექტურ შედეგს მიიღებთ.