ობის ზრდა საშიშია ჩვენი ჯანმრთელობისთვის, ამიტომ იგი დაუყოვნებლივ უნდა მოაშოროთ სახლიდან. ობის გავლენა შეიძლება იყოს ბავშვებისა და ოჯახის სხვა წევრებისთვისაც. მას შეუძლია ტვინის, ნერვული სისტემისა და სახსრების დაზიანება, იმუნიტეტის დაქვეითება. ზოგიერთ შემთხვევაში, ეს ორგანიზმში კიბოს გაჩენასაც იწვევს.
როგორ მოვაშოროთ ობი
გთავაზობთ რამდენიმე ეკოლოგიურად სუფთა და ეფექტურ, ბუნებრივ მეთოდს, რომლებიც ობის დამარცხებაში დაგეხმარებათ. შესაზლოა, ამ რჩევებს ჩვენი ბებიები და ბაბუებიც იყენებდნენ.
1. წყალბადის ზეჟანგი
ობის პრობლემის პირდაპირი და გონივრული გადაჭრაა სამპროცენტიანი წყალბადის ზეჟანგის გამოყენება.
შეურიეთ თითო ს.კ. წყალბადის ზეჟანგი, საკვები სოდა და ძმარი. გადაასხით მასა შხეფიან ბოთლში და გამოიყენეთ დაავადებულ კედლებზე.
2. ძმარი
იგი მსუბუქად მჟავეა და გარანტირებულად კლავს სახლში 99%-მდე ბაქტერიებსა და ობის 82%-ს ერთი გასროლით. გარდა ამისა, იგი სახლში, ობის გარშემო დასახლებული ვირუსების 80%-მდე კლავს.
აიღეთ 1/2 ჭიქა დისტილიზებული თეთრი ძმარი და ჩაასხით შხეფიან ბოთლში. შეაშხეფეთ კედელს და გააჩერეთ 1 საათით. გაწმინდეთ დაზიანებული მონაკვეთი წყლით და გააშრეთ. ძმრის სუნის ამოსაყვანად, მოასხით ლიმონისა და წყლის ხსნარი.
3. ჩაის ხის ზეთი
ჩაის ხის ზეთი საკმაოდ ძვირია, თუმცა მისი ხსნარი ძალიან ეფექტურია ობის წინააღმდეგ.
აიღეთ 1 ჭიქა წყალი და დაუმატეთ 2 ჩ.კ. ჩაის ხის ზეთი. ჩაასხით ხსნარი შხეფიან ბოთლში და შეაშხეფეთ ობის სპორებს. აცადეთ გაშრობა, შემდეგ კი მოაშორეთ ტილოს გამოყენებით.
4. ციტრუსის თესლის ექსტრაქტი
ციტრუსის თესლი – ეს ობის მოშორების შესანიშნავი ვარიანტია. იგი უზრუნველყოფს სასიამოვნო სუნსა და ობის დამარცხებას.
აიღეტ 2 ჭიქა წყალი და დაუმატეთ 20 წვეთი ციტრუსის თესლის ექსტრაქტი. კარგად მოურიეთ და შეაშხეფეთ კედელს. გააშრეთ და მოაშორეთ სუფთა ქსოვილის გამოყენებით.
5. საკვები სოდა
შეგიძლიათ გამოიყენოთ სოდისა და წყლის ხსნარი ან სოდის, წყლისა და ძმრის ხსნარი, როგორც ობის საწინააღმდეგო ყველაზე ძლიერი საშუალება. უბრალოდ შეაშხეფეთ ხსნარი სოკოს, შემდეგ კი გაწმინდეთ სველი ტილოთი.