დამამშვიდებელი თვისებების წყალობით ჯერ კიდევ უძველეს ჩინეთში იყო ჟასმინის ჩაი პოპულარული. უმარტივეს სამკურნალო საშუალებას აქტიურად იყენებდნენ სტრესების მოსახსნელად და უძილობის საწინააღმდეგოდ. ჩაის აქვს დამამშვიდებელი ეფექტი, აღადგენს ტვინის კოგნიტურ ფუნქციებს, აუმჯობესებს კონცენტრაციას, მეხსიერებას და გაგიუმჯობესებთ განწყობას.
ჟასმინის ჩაი მოქმედებს როგორც საშვილოსნოს სპაზმის საწინააღმდეგო საშუალება, აფერხებს და ამშვიდებს მენსტრუალურ ტკივილს.
ჩაი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, აღგავსებთ ენერგიით, წმენდს კანს, ხელს უწყობს საჭმლის მონელებას, აუმჯობესებს მეხსიერებას, დაგიამებთ მუხლების ტკივილს.
ერთი კვირის განმავლობაში, სადილის შემდეგ, მიიღეთ ფინჯანი ჟასმინის ჩაი და ორგანიზმში მიმდინარე სასიკეთო ცვლილებებსაც მალე შეამჩნევთ.
ამჯერად, შემოგთავაზებთ სამკურნალო ყვავილის ბაზაზე მომზადებული საშუალების რეცეპტს, რომელსაც აქვს ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი და გამოიყენება მუხლების ტკივილის შესამსუბუქებლად.
სამკურნალო ნარევის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ზეითუნის ზეთი 2 ს. კ.
- ნიორი (დაჭყლეტილი) 1 ს. კ.
- ჟასმინის 5 ყვავილი
მომზადებისა და გამოყენების წესები:
მოცემული ინგრედიენტები აურიეთ და ნარევი შეათბეთ დაბალ ცეცხლზე. მუხლებზე გაიკეთეთ მსუბუქი მასაჟი, სანამ არ იგრძნობთ სითბოს. შემდეგ დაიტანეთ მომზადებული მასა და კიდევ 1-2 წუთის განმავლობაში გაიკეთეთ მასაჟი. სამოქმედოდ დაიტოვეთ 30 წუთი. ნარჩენები ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
პროცედურები გაიმეორეთ ყოველ საღამოს. გისურვებთ ჯანმრთელობას!