12 ნატურალური პროდუქტი, რომელიც თქვენს კანს ახალგაზრდულ იერს შეუნარჩუნებს

ამ სიაში წარმოდგენილია ექსტრემალურად ეფექტური ნატურალური ინგრედიენტები, რომლებიც თქვენს კანს საუკეთესო იერს შესძენს. ისინი მას გაახალგაზრდავებს, რის გამოც ამ პროდუქტების ყოველდღიურად გამოყენება მართლაც საუკეთესო არჩევანი იქნება თქვენთვის:

პამიდორი

დაიდეთ კანზე პამიდორის ნაჭრები 20 წუთით კვირაში ერთხელ. ეს კანის დატენიანებაში და განაზებაში დაგეხმარებათ. ანთების შემთხვევაში ასევე შეგიძლიათ წაისვათ პამიდორის წვენი სახეზე.

კარტოფილი

დაიდეთ სახეზე კარტოფილის მასკა 15 წუთით ყოველდრე. ამისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ უმი კარტოფილი ან მისი წვენი. კანის ელასტიურობის გასაუმჯობესებლად შეგიძლიათ მასკის დამზადებისას დაამატოთ ლიმონის წვენიც.

ლიმონი

გამოიყენეთ ლიმონის წვენი ტონიკის ლოსიონის მისაღებად და წაისვით იგი სახეზე დღიურად. ეს მას უფრო ნაზს გახდის და ფერსაც გაუღიავებს.

ალოე ვერა

ალოე ვერას ნიღაბი თქვენს კანს ბრწყინვალებას შემატებს და ასევე გააქრობს შავ წერტილებსა და გამონაყარის მიერ დატოვებულ შრამებს. ამისთვის წაისვით ალოე ვერას მასკა 10 წუთით, კვირაში ერთხელ.

კიტრი

კიტრის მასკა ძალიან ეფექტური საშუალებაა გამონაყარის სამკურნალოდ. დაჭერით კიტრი და დაიდეთ მისი ნაჭრები კანზე მინიმუმ 15 წუთით. გამოიყენეთ ეს მეთოდი კვირაში რამდენჯერმე.

საცხობი სოდა

სოდა თქვენი კანის ახალი უჯრედების წარმოქმნას უწყობს ხელს. ამისათვის რეკომენდირებულია სოდის ნიღაბის გამოყენება. მის მისაღებად აურიეთ საცხობი სოდა და ზეითუნის ზეთი თანაბარი რაოდენობით და გამოიყენეთ ეს ნაზავი სახის გასაწმენდად კვიაში ერთხელ. სახის ნიღაბის დასამზადებლად შეურიეთ ერთმანეთს 1 ს/კ საცხობი სოდა და 1 ს/კ ნატურალური იოგურტი. დაიდეთ იგი სახეზე 10 წუთით კანის გასამკვრივებლად.

თაფლი

თაფლი კანის ერთ-ერთი საუკეთესო დამატენიანებელი საშუალებაა. იგი მდიდარია მინერალებით და ორგანული მიკროელემენტებით, რაც კანის ქსოვილების რეგენერაციას უწყობს ხელს. მის რეგულარულ გამოყენებას ღრმა ნაოჭების მოშორებაც კი შეუძლია. წაისვით იგი სახისა და კისრის არეში და 20 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. დაბერების საწინაღმდეგო მასკის დასამზადებლად შეურიეთ თანაბარი პროპორციებით თაფლი და დარიჩინი.

ქოქოსის ზეთი

ქოქოსის ზეთი ანახლებს, ატენიანებს და ჭიმავს თქვენს კანს. იგი ასევე გაშორებთ კანის მკვდარ უჯრედებს. ამისათვის სახეზე უნდა წაისვათ ზეთის თხელი ფენა და 5 წუთის შემდეგ ჩამოიწმინდოთ ქსოვილით.

ზეითუნის ზეთი

ზეითუნის ზეთის წვეთები უამრავი სასარგებლო პროდუქტის დასამზადებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენს სილამაზეზე ზრუნვის დროს. მას გააჩნია ნაოჭების საწინააღმდეგო ეფექტი, ასევე ატენიანებს კანს და იწვევს მის განაზებას. თანაც იგი არასდროს იწვევს ალერგიას.

გამოიყენეთ ზეითუნის ზეთის რამდენიმე წვეთი დილას და საღამოს თქვენი ლოსიონების ნაცვლად. იგი ასევე შეგიძლიათ წაისვათ თხლად თვალების ქვეშ ნაოჭების მოსაშორებლად. ასევე უკეთესი ეფექტისთვის ის შეგიძლიათ დაუმატოთ ყოველდღიურად გამოყენებად კრემებს ან სახის ნიღბებს.

E ვიტამინი

ამ ვიტამინის კაფსულები შეგიძლიათ კანის განახლების, მისი ტონის გაუმჯობესების და სახის კონტურების გამკვრივებისთვის გამოიყენოთ. დაუმატეთ მისი მცირე რაოდენობა სახის მოვლის საშუალებებს და ეცადეთ გამოიყენოთ სახის კრიმთან ან ტუჩების დამატენიანებელ საცხებთან ერთად.

ვარდის ზეთი

ეს ზეთი ახალგაზრდობის ელექსირს წარმოადგენს, რადგან მისი რეგულარული გამოყენება დაგეხმარებათ თვალების ირგვლივ ნაოჭების გაქრობაში. ჩვეულებრივი ლოსიონების ნაცვლად გამოიყენეთ ამ ზეთის წვეთები სახის გასაწმენდად. ასევე შეგიძლიათ ისინი დაუმატოთ თქვენი სახის მასკებს ან კრემებს უკეთესი შედეგის მისაღებად.

შაქარი

შაქარი ძალიან მარტივად წმინდავს და აახალგაზრდავებს თქვენი სახის კანს, რადგან იგი იდეალური საშუალებაა კანის მკვდარი უჯრედების მოსაშორებლად. დაისველეთ სახე და ჩამოიხეხეთ იგი შაქრით კვირაში ერთხელ.