ბანანის ძალიან ჰაეროვანი, ფუმფულა, გემრიელი და არომატული დესერტი. მარტივი ბრაზილიური რეცეპტი

შემოგთავაზებთ ბრაზილიული ღვეზელის რეცეპტს. ფუმფულა, ჰაეროვანი, ბანანისა და დარიჩინის არომატით გაჯერებული დესერტი ძალიან გემრიელია.

ცომის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი  ინგრედიენტები:

  • კვერცხი 2 ცალი
  • კარაქი 75 გრ
  • შაქარი 100 გრ
  • ფქვილი 175 გრ
  • კეფირი 100 მლ
  • გამაფხვიერებელი 1 ჩ. კ.
  • ვანილი
  • მარილი მწიკვი
  • ბანანი 2 ცალი

გულსართის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

  • ფქვილი 100 გრ
  • შაქარი 100 გრ
  • ცივი კარაქი 50 გრ
  • დარიჩინი ნახევარი ჩ. კ.
  • მარილი მწიკვი

მომზადების წესი:

  1. გულსართის მოსამზადებლად აურიეთ ფქვილი, შაქარი, მარილი, დარიჩინი. შემდეგ ჩაახეხეთ ცივი კარაქი და ხელით აურიეთ.
  2. ცომის მოსამზადებლად კვერცხის ცილა და გული გამოყავით ერთმანეთისგან. ცილას დაამატეთ მარილი და კარგად ათქვიფეთ.
  3. კვერცხის გულები შაქართან ერთად ათქვიფეთ გათეთრებამდე. თქვეფთ 6-8 წუთის განმავლობაში. თანდათან დაამატეთ დარბილებული კარაქი, კეფირი, ვანილი და კარგად ათქვიფეთ.
  4. გაცრილ ფქვილს შეურიეთ გამაფხვიერებელი და ნიჩაბით შეაზილეთ კვერცხის გულებიან მასას. ბოლოს ნაზად შეურიეთ ათქვეფილი ცილა.
  5. საცხობ ფორმას წაუსვით კარაქი და ცომის ნახევარი თანაბრად გაანაწილეთ. ზემოდან მოაწყვეთ დაჭრილი ბანანი და   მოაყარეთ გულსართის ნახევარი. შემდეგი დაფარეთ დარჩენილი ცომით და ბოლოს მოაყარეთ გულსართი.
  6. ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭირდება 40-45 წუთი.

მოამზადეთ ბანანის ნაზი, ჰაეროვანი ღვეზელი და ისიამოვნეთ!