შავი წერტილები, იგივე ფერიმჭამელები, კანის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა. შავი ფერი გამოწვეულია მელანინის დაჟანგვით, რაც ხდება მაშინ, როდესაც კანი ფოლიკულებში გამოიმუშავებს ცხიმის ჭარბ რაოდენობას. ფერიმჭამელების წარმოქმნის მიზეზი შეიძლება იყოს ჰორმონალური ცვლიბებიც. მკურნალობის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა სკრაბებისა და კანის ნიღბების გამოყენება.
სტატიაში შემოგთავაზებთ შავი წერტილების საწინააღმდეგო ამქერცლავი საშუალების რეცეპტს, რომლის მოსამზადებლად დაგჭირდებათ მუსკატის კაკალი (ჯავზი) და რძე.
რძე შეიცავს რძემჟავას, რომელიც შლის მკვდარ უჯრედებს, ხოლო ჯავზი ღრმად წმენდს ფორებს, არბილებს კანს და ანიჭებს ელასტიურობას.
ამქერცლავი საშუალების მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
- 1 ს. კ. დაფქული მუსკატის კაკალი (ჯავზი)
- ცოტა რძე
მომზადებისა და გამოყენების წესები:
მუსკატის ფხვნილს დაამატეთ იმ რაოდენობის რძე, რომ მიიღოთ პასტისებური მასა.
მოცემული საშუალების გამოყენებამდე სახე დაიბანეთ და 4-5 წუთის განმავლობაში მსუბუქი წრიული მოძრაობებით გაიკეთეთ მასაჟი. მოერიდეთ სახის მგრძნობიარე უბნებს და იმ ადგილებს, სადაც გაქვთ გამონაყარი და გაღიზიანება. პროცედურები გაიმეორეთ კვირაში 2 ჯერ.