სარეცხი საპონი, როგორც წამალი გამოიყენება მის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების წყალობით, რომლებიც უმკლავდება მავნე ბაქტერიებსა და სხვა მიკროორგანიზმებს.
სარეცხი საპონი შეიძლება სასარგებლო იყოს დოზირებული გამოყენების შემთხვევაში. გაითვალისწინეთ, რომ მიუხედავად მრავალი დადებითი უპირატესობისა, ის შეიძლება საზიანოც იყოს ჩვენი ორგანიზმისთვის.
- ბუნებრივი ნივთიერებებით დამზადებული სარეცხი საპონი აქტიურად გამოიყენება მიკრობების, ბაქტერიების, სოკოვანი ინფექციებისა და სხვა მავნე მიკროორგანიზმების საწინააღმდეგოდ;
- სარეცხი საპონი შეგიძლიათ გამოიყენოთ მუწუკების, შავი წერტილებისა და სხვა გამონაყარის მოსაშორებლად;
- საუკეთესოა ფრჩხილის სოკოს პროფილაქტიკისთვის;
- ფორებისა და კანის მკვდარი უჯრედების გასაწმენდად შესაძლებელია პილინგი სარეცხი საპნისა და კალციუმის ქლორიდის კომბინაციით;
- ასუფთავებს ჩირქოვან ჭრილობებს, უმკლავდება პაპილომებს. სახეულის დაზიანებულ უბანზე წაისვით სარეცხი საპონი. სამკურნალო პროცედურები გააგრძელეთ სასურველი შედეგის მიღებამდე;
- დაგეხმარებათ მწერების ნაკბენის დასაცხრომად, მაგრამ ქავილს არ მოგიხსნით;
- აბსცესის საწინააღმდეგოდ თანაბარი რაოდენობით აიღეთ თაფლი, სარეცხი საპონი და ფქვილი. მოცემული ინგრედიენტები აურიეთ და მიღებული მასა დაიდეთ დაზიანებულ ადგილზე;
- სარეცხი საპნის კომპრესი ეფექტურად გამოიყენება ართრიტისა და რევმატულ დაავადებათა სამკურნალოდ;
გაითვალისწინეთ, ადრე სარეცხი საპონი არ შეიცავდა მავნე დანამატებს. მისი შემადგენლობა დატვირთული იყო მხოლოდ ბუნებრივი ინგრედიენტებით. სამწუხაროდ, ამჟამად მისი დამზადების ტექნოლოგია შეიცვალა და შემადგენლობაში შედის ნატრიუმი, ტუტე, როზინი და სარგებლის ნაცვლად, შეიძლება საზიანოც იყოს ჩვენი ჯანმრთელობისთვის.
იხილეთ ის უკუჩვენებები, რასაც სარეცხი საპნის ხშირი გამოყენება მოგიტანთ შედეგად.
- სარეცხი საპნის ხშირმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს კანზე ნაადრევი ნაოჭების გაჩენა, რადგან იწვევს ზედმეტ სიმშრალესა და კანის გაუხეშებას. ირღვევა კანის შემადგენლობა და მავნე ბაქტერიებთან ერთად ნადგურდება სასარგებლოც. ალერგიული ადამიანებისთვის არ არის რეკომენდებული სარეხცის საპნის გამოყენება, რადგან მის შემადგენლობაში შემავალმა ნივთიერებებმა შეიძლება გამოიწვიოს გაღიზიანება.
- თმის საპნით დაბანა არ არის საუკეთესო ვარიანტი. საპონი აშრობს თმას, კანს. თმა ხდება დაუმორჩილებელი, მტვრევადი და იწვევს არასასურველ შედეგებს.
- არ არის რეკომენდებული სარეცხი საპნით სახისა და ტანის დაბანა. კანს აცლის აუცილებელ დამცავ ფენას, რასაც შედეგად მოჰყვება სწრაფი დაბერება. მისი გამოყენების შემდეგ, საჭიროა კანის დატენიანება მალამოებით ან ნატურალური ზეთებით.
- განსაკუთრებული სიფრთხილით გამოიყენეთ ინტიმური ადგილის დასაბანად. თუ გამოიყენებთ კარგად უნდა ჩამოიბანოთ, რადგან იწვევს კანის სიმშრალეს, დერმატიტს, ნახეთქებსა და სხვა უსიამოვნო პრობლემებს.
- დასაშვებია სარეცხი საპნით კვირაში ერთხელ დაბანა. წინააღმდეგ შემთხვევაში, სრგებლის ნაცვლად, შეიძლება გამოიწვიოს კანის სხვა უსიამოვნო პრობლემები.
გისურვებთ ჯანმრთელობას!