თუ შაკიკი თქვენთვის კარგად ნაცნობი პრობლემაა, ეს მარტივი და ხელმისაწვდომი საშინაო საშუალება აუცილებლად დაგეხმარებათ

ვისაც შაკიკი აწუხებს, იცის, რა აუტანელი ტკივილია. შაკიკის შეტევა შეიძლება რამდენიმე წუთიდან რამდენიმე დღემდე გაგრძელდეს და ეს მდგომარეობა მნიშვნელოვნად აფერხებს ჩვენს ყოველდღიურ საქმიანობას.

ჩვეულებრივ, ამ ტკივილის შესამსუბუქებლად ვიყენებთ ფარმაცევტულ ტკივილგამაყუჩებლებს. საბედნიეროდ, ამ დაავადების სამკურნალო უამრავი ბუნებრივი საშუალება არსებობს.

შემოგთავაზებთ ბუნებრივი ინგრედიენტებით დატვირთული უძლერესი სამკურნალო საშუალების რეცეპტს, რომელიც აღმოფხვრის არა მხოლოდ ჩვეულებრივ თავის ტკივილს, არამედ შაკიკის ყველაზე მძიმე შეტევებს.

მაღალი წნევის შემთხვევაში, უარი თქვით მოცემული საშუალების გამოყენებაზე, რადგან მარილს შეუძლია წნევის აწევა.

სამკურნალო საშუალების მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • 2 ცალი ლიმონის წვენი
  • ჰიმალაის მარილი 2 ჩ. კ.
  • 2 ცალი ლიმონის ცედრა
  • გაფილტრული წყალი 1 ჩ. ჭ.

გახსოვდეთ, რომ გამოიყენოთ მხოლოდ მაღალი ხარისხის მარილი. ამ მიზნით საუკეთესოა კრისტალური ჰიმალაის მარილი, რომელიც შეიცავს 84-მდე ელემენტს და ბევრ მინერალს. ეს ინგრედიენტი აუცილებელია თქვენი ჯანმრთელობისთვის, რადგან მას შეუძლია სერატონინის, ჰორმონის, დონის მომატება. რომელიც აძლიერებს იმუნურ სისტემას და გაგიუმჯობესებთ განწყობას.

მომზადებისა და გამოყენების წესები:

  1. წვრილ სახეხზე გახეხეთ ლიმონი. შემდეგ გამოწურეთ წვენი.  ლიმონი წვენი და ცედრა დაამატეთ გაფილტრულ წყალს და მოურიეთ.
  2. შემდეგ დაამატეთ ჰიმალაის მარილი, მოურიეთ, გადაიტანეთ მინის ბოთლში და შეინახეთ მაცივარში.
  3. დალიეთ ყლუპი. 5 წუთის შემდეგ ტკივილი შეგიმცირდებათ და მალე მთლიანად გაქრება.

გისურვებთ ჯანმრთელობას!