წლებთან ერთად ვიძენთ გამოცდილებას, სიბრძნეს, ცოდნას, ნაოჭებს, ჭაღარას და სიბერის ნიშნები ნელ-ნელა აისახება როგორც კანზე, ისე ჩვენს ჯანმრთელობაზე.
პირველი ნაოჭები ჩნდება სახეზე. ეს ფაქტი მშვენიერი სქესის წარმომადგენლებისთვის საგანგაშოა. მათ მოსაშორებლად და ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად ქალბატონები ძალისხმევას და თანხებს არ იშურებენ. ძვირადღირებული კოსმეტოლოგიური საშუალებებისა და პროცედურების გარდა, არსებობს ბუნებრივი ინგრედიენტებით გაჯერებული მარტივი ხელნაკეთი საშუალებებიც.
სტატიაში შემოგთავაზებთ მალამოს რეცეპტს, რომელიც კანს ანიჭებს ელასტიურობას, კვებავს და ატენიანებს მას, აღადგენს კოლაგენის წარმოებას, ამცირებს ნაოჭების წარმოქმნას, მოგაშორებთ ასაკობრივ ლაქებს, ათანაბრებს კანის ტონს.
ნაოჭების საწინააღმდეგო მალამოს მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- კვერცხი 1 ცალი
- ზეითუნის ზეთი 1 ს. კ.
- თაფლი 1 ს. კ.
- ფარმაცევტული ვაზელინი 3 ს. კ.
მომზადებისა და გამოყენების წესები:
ვაზელინი გაადნეთ ორთქლის აბაზანაზე, დაამატეთ დანარჩენი ინგრედიენტები და კარგად აურიეთ. მალამო დაიტანეთ წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე და შეიზილეთ მსუბუქი წრიული მოძრაობებით. სამოქმედოდ დაიტოვეთ 30 წუთი. ნარჩენები თბილი წყლით ჩამოიბანეთ. მალამო მოათავსეთ თავდახურულ ჭურჭელში და შედეთ მაცივარში.
მოცემული საშუალება გამოიყენეთ ყოველ დღე და სასურველი შედეგი დიდი ხნით არ დააყოვნებს.