როგორ გამოვიყენოთ ლიმონი კანის გასაწმენდად, წონის დასაკლებად და იმუნიტეტის გასაძლიერებლად

1058

ლიმონი ჩვენი ორგანიზმისთვის მნიშვნელოვანი და უაღრესად სასარგებლო ხილია. მას რეგულარულად იყენებენ იმუნიტეტის გასაძლიერებლად, გაციების დროს, წონის დასაკლებად, ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის.

თუ გსურთ, ლიმონის სამკურნალო თვისებებისგან მაქსიმალური სარგებელი მიიღოთ, დიდი მნიშვნელოვნელობა აქვს ამ საოცარი ციტრუსის სწორად გამოყენებას. ფინჯანი თბილი წყლისა და ჩაის კოვზი ლიმონის წვენის  კომბინაცია უძლიერეს სამკურნალო საშუალებას ქმნის, რომელსაც მრავალი სარგებელი მოაქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების აღმოსაფხვრელად.

უძლიერესი სამკურნალო სასმელი მნიშვნელოვანია ადამიანის ორგანიზმისთვის შემდეგი მიზეზების გამო:

1. წმენდს ორგანიზმს

ლიმონი უძლიერესი ანტიოქსიდანტია, რომელიც ეფექტურად წმენდს  ღვიძლსა და სხვა ორგანოებს.

2. აუმჯობესებს კანის მდგომარეობას

კანის მკვდარი უჯრედები, რომლებიც შეიძლება დიდხანს დარჩეს კანზე, ხელს უწყობს ნაოჭების, ლაქებისა და კანის სხვა პრობლემების გაჩენას.

ანტიოქსიდანტებით მდიდარი ლიმონი მოგაშორებთ მკვდარ უჯრედებს და ხელს უწყობს კოლაგენის გამომუშავებას, აღადგენს და წმენდს კანს, უნარჩუნებს ახალგაზრდობასა და სილამაზეს.

3. აძლიერებს იმუნურ სისტემას

C ვიტამინის მაღალი შემცველობის გამო, ლიმონის სასმელი ეხმარება იმუნურ სისტემას უფრო აქტიურად ებრძოლოს ტოქსინებს, ვირუსებს, ბაქტერიებს ან მიკროორგანიზმებს, რომლებიც ცდილობენ ორგანიზმში შეღწევას.

4. ხელს უწყობს წონის დაკლებას

ბოჭკოებით, B და C ვიტამინებით, მინერალებითა და ანტიოქსიდანტებით მდიდარი ლიმონი ასწრაფებს ნივთიერებათა ცვლას, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას და,  შესაბამისად, ხელს უწყობს წონის დაკლებას.

5. ტვინის აქტივობა

მაგნიუმისა და კალიუმის მნიშვნელოვანი შემცველობის გამო, ლიმონიანი წყალი ასტიმულირებს ნერვულ სისტემას, კერძოდ კოგნიტურ ზონას.

6. აქვს ანტიკანცეროგენული თვისებები

როგორც უკვე აღვნიშნეთ,  ლიმონს შეუძლია ორგანიზის ტოქსინებისგან სრულად გაწმენდა, ამიტომ ლიმონიანი წყლის რეგულარულად მიღება მნიშვნელოვნად ზღუდავს სიმსივნური უჯრედების ზრდა-გამრავლებას.

გარდა ამისა, აფერხებს დაბერების პროცესს და აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, უძლიერესი სამკურნალო სასმელის მოსამზადებლად გჭირდებათ ფინჯანი თბილი წყალი და ჩაის კოვზი ლიმონის წვენი.

ყოველი ჭამის წინ, 30 წუთით ადრე, მიიღეთ თითო-თითო ფინჯანი ლიმონიანი წყალი და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე. შიგადაშიგ შეისვენეთ და კვლავ გააგრძელეთ უებარი კომბინაციის გამოყენება.

გისურვებთ ჯანმრთელობას!