იაპონელი ადამიანები სიცოცხლის ხანგრძლივობის რეკორდს დიდი ხანია ფლობენ. იაპონიის მოსახლეობა ასევე მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გამხდარი ერის სახელსაც დიდი ხანია ატარებს. სწორედ ამიტომ წარმოგიდგენთ იმ რვა პრინციპს, რომელსაც იაპონელები სამზარეულოსთან მიმართებაში იცავენ ჯანსაღი ფორმების შესანარჩუნებლად:
იაპონელები საჭმელში ყოველთვის ამჯობინებენ ცხიმებზე უფრო მეტი ნახშირწყლების გამოყენებას. ისინი ასევე იყენებენ უფრო ნაკლებ მარილს, გადამუშავებულ პროდუქტებს და ასევე ნაკლებად მიირთმევენ შაქრიან სასმელებს.
ყველა პროდუქტი დაყოფილია რამდენიმე ჯგუფად – ყოველი მათგანს დღიური პორციის რაოდენობის ნორმა გააჩნია. ამ დიეტის ფუძეს შვრია და მარცვლეული წარმოადგენს, რომელსაც მოყვება ბოსტნეული, ხორცი და თევზის კერძები. ხილის და რძის პროდუქტების რეკომენდირებული პორცია დღეში ორი ულუფაა.
იაპონიაში საჭმელთან ერთად მისი ჭამის ტექნიკაც მნიშვნელოვანია. აუცილებელია იპოვოთ ორგანიზმის რიტმი და ისიამოვნოთ ჭამით. ასევე ეცადეთ მიირთვათ საჭმელი ყოველდღე ერთნაირ დროს.
იაპონური დიეტა ფოკუსირებულია ლოკალურ და სეზონურ ისეთ პროდუქტებზე, როგორიცაა ბრინჯი და თევზი. ამის გამო მათი მენიუ იშვიათად მოიცავს საერთაშორისო კერძებს.
ყველა კერძი უნდა იყოს კარგად დაბალანსებული და შეიცავდეს რამდენიმე საჭმლის ჯგუფს. მაგალითად სკოლის ტიპიური ლანჩი იაპონიაში შედგება ბრინჯისგან, ხორცის ან თევზის ნაწილისგან, ერთი ჭიქა რძისგან და ხილისგან.
კვების მიმართ ჯანსაღი დამოკიდებულება სკოლიდან იწყება. ლანჩი სწავლის პროცესის მნიშვნელოვან ნაწილად ითვლება და შესვენების დროს არავინ აჩქარებს ბავშვებს ჭამის დამთავრებას. ლანჩის შემდეგ ბავშვები თვითონ ასუფთავებენ საკუთარ მაგიდას.
მნიშვნელოვანია ბალანსის დაცვა მიღებული საკვების რაოდენობასა და დახარჯული კალორიების რაოდენობას შორის. კალორიების დახარჯვა სხვადასხვა აქტივობებით ხდება.
წინასწარ მომზადებული საჭმელების დიდი ხნით შენახვა ან საჭმლის წინასწარ მომზადება ზოგადად ჯანსაღად არ ითვლება იაპონიაში. აქ ფოკუსს ყოველთვის ახალ პროდუქტებზე აკეთებენ.