მარილის რეგულარულად და ჭარბად მოხმარება იწვევს ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ისეთ სერიოზულ პრობლემებს, როგორიცაა გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, მომატებული არტერიული წნევა, სითხის შეკავება, კალციუმის დეფიციტი და სხვა.
თუ ცოტა ხნის წინ მაღალი წნევის დიაგნოზი დაგისვეს, ეს მარილის გადაჭარბებული მიღების შედეგია. დროა შეჩერდეთ და გადახედოთ თქვენი კვების რაციონს!
იხილეთ იმ სიმპტომთა ჩამონათვალი, რომელიც გაფრთხილებთ, რომ მარილს ჭარბად მოიხმართ.
1. ხშირი შარდვა
თუ თქვენ იღებთ დიდი რაოდენობით წყალს ან სხვა სასმელებს, ხშირი შარდვა ბუნებრივია. მარილის უხვად მოხმარებას შეიძლება იგივე ეფექტი ჰქონდეს. მარილის ჭარბი რაოდენობა თირკმელებს აიძულებს დამატებით იმუშაოს ზედმეტი მარილის აღმოსაფხვრელად და ბუნებრივია, გიწევთ ხშირი შარდვა.
2. ხშირი თავის ტკივილი
გამოკვლევების შედეგად დადასტურებულია, რომ მოზრდილებს, რომლებიც დღეში 3500 მგ ნატრიუმს მოიხმარდნენ, უფრო ხშირად აწუხებდათ თავის ტკივილი, ვიდრე მათ, ვინც მოიხმარდა მხოლოდ 1500 მგ-ს.
არსებობს ძლიერი კავშირი მაღალ წნევასა და თავის ტკივილს შორის. კვლევებმა ცხადყო, რომ ადამიანებს, რომლებიც მოიხმარდნენ დიდი რაოდენობით მარილს, ხშირად აწუხებთ თავის ტკივილი, თუნდაც მათი არტერიული წნევა ნორმალური იყოს. შეზღუდეთ მარილის მოხმარება და დაამატეთ თქვენი კვების რაციონს ნატურალური პროდუქტები.
3. წყურვილის მუდმივი შეგრძნება
მარილის გადაჭარბებული მოხმარება არის მიზეზი იმისა, რომ პირი გიშრებათ და წყურვილის შეგრძნება გაქვთ მუდმივად. ნატრიუმით მდიდარი პროდუქტების მიღების შემდეგ, ორგანიზმი გრძნობს, რომ მარილისა და წყლის დონე არ არის დაბალანსებული.
4. ნისლი, სიბინდე გონებაში
თუ თქვენ დიდი რაოდენობით მარილს მიირთმევთ, შეიძლება ამას შედეგად მოჰყვეს გაუწყლოება. დეჰიდრატაციამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მკაფიოდ აზროვნებისა და სწრაფი გადაწყვეტილებების მიღების უნარზე.
მოცემული პრობლემებისგან თავის დასაღწევად მკვეთრად შეამცირეთ ნატრიუმის რაოდენობა, შეზღუდეთ გადამუშავებული საკვების მიღება და დალიეთ მეტი წყალი. ამ გზით აღადგენთ ორგანიზმის ბალანსს და ხელს შეუწყობთ სიმპტომების აღმოფხვრას. რეკომენდებულია, დღეში 2300 მგ მარილის მოხმარება. გირჩევთ, გამოიყენეთ ზღვის და ჰიმალაის მარილი. გისურვებთ ჯანმრთელობას!