მიუხედავად ასაკისა ყველანი ვოცნებობთ, რომ გვქონდეს სუფთა და დატენიანებული სახის კანი ნაოჭების გარეშე.
სტატიაში შემოგთავაზებთ საშინაო პირობებში მომზადებული მალამოს რეცეპტს, რომელიც გაჯერებულია ნატურალური იგრედიენტებით და უზრუნველყოფს გასაოცარ ეფექტს. მალამოს შეუძლია კანის დატენიანება, სახის ფერის გაუმჯობესება, დაბერების პროცესის შეფერხება და ნაოჭების შემცირება.
მალამო აბსოლუტურად უსაფრთხოა, რადგან გაჯერებულია ნატურალურ იგრედიენტებით. ის ეფექტურად მოქმედებს ყველა ტიპის კანზე.
საჭირო იგრედიენტები:
- ვაზელინი 2 ჩ. კ.
- კვერცხის გული 1 ცალი
- ნუშის ან ზეითუნის ზეთი 1 ს. კ.
- თაფლი ნახევარი ჩ. კ.
მომზადების წესი:
ვაზელინი გაადნეთ, შემდეგ დაამატეთ სხვა იგრედიენტები და რამდენიმე წუთის განმავლობაში კარგად ურიეთ, სანამ არ მიიღებთ ერთგვაროვან მასას. მალამო გადაიტანეთ 50 მლ-იან კონტეინერში.
გამოყენების წესი:
- პირველ რიგში სახე კარგად გაიწმინდეთ, შემდეგ დაიტანეთ მალამო, შეიზილეთ და ფრთხილად დაიმასაჟეთ წრიული მოძრაობებით. მალამო მოქმედებისთვის დაიტოვეთ 30 წუთი, შემდეგ კი სახე გაიწმინდეთ მინერალურ წყალში გაჯერებული ბამბის ტამპონით.
- აუცილებელია მალამო გამოიყენოთ დაძინებამდე 2 საათით ადრე. საშინაო მალამო შეინახეთ მაცივარში. შედეგს რამდენიმე პროცედურის შემდეგ შეამჩნევთ.
ნუ გადაიხდით ზედმეტს! გამოიყენეთ ბუნებრივი პროდუქტები და მარტივი გზით იზრუნეთ თქვენს სილამაზეზე.