
პირის ღრუს ჰიგიენა ჩვენი სხეულის ჯანმრთელობისა და ლამაზი ღიმილის საფუძველია. სწორედ ამიტომ, აუცილებელია, სათანადოდ დავიცვათ პირის ღრუს ჰიგიენა და არ მივცეთ ბაქტერიებსა და მიკრობებს ორგანიზმში მოხვედრის უფლება.
სტატიაში შემოგთავაზებთ ბუნებრივ მეთოდს, რომლის საშუალებითაც გაითეთრებთ კბილებს, მოიშორებთ ქვებსა და ნადებს, გაიუმჯობესებთ სუნთქვას, პირის ღრუს გაიწმენდთ ბაქტერიებისგან და მიკრობებისგან.
პროცედურისთვის დაგჭირდებათ მარტივი და ბიუჯეტური ინგრედიენტები:
- საკვები სოდა 1 ს. კ.
- მარილი ნახევარი ს. კ.
- წყალბადის ზეჟანგი ნახევარი ფინჯანი
- წყალი 1 ფინჯანი
მომზადებისა და გამოყენების წესები:
თავდაპირველად, აურიეთ სოდა და მარილი. კბილის ჯაგრისი ჩაყავით ცხელ წყალში, შემდეგ მარილისა და სოდის ნარევში და 2 წუთის განმავლობაში გაიხეხეთ კბილები (ნარევი არ გადაყლაპოთ), მაგრამ იმოქმედეთ ფრთხილად, რათა ღრძილები არ დაიზიანოთ.
შემდეგ მოამზადეთ წყალბადის ზეჟანგისა და თბილი წყლის ნარევი. სავლები 1 წუთის განმავლობაში ჩაიგუბეთ პირში, გადმოაქციეთ და ბოლოს გამოივლეთ წყალი.
შემოთავაზებული მეთოდით კბილები გაიწმინდეთ კვირაში 1-2-ჯერ სასურველი შედეგის მიღებამდე. გისურვებთ ჯანმრთელობას!