
უამრავი სამკურნალო თვისებით გაჯერებული ალოე ვერა აქტიურად გამოიყენება ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემათა აღმოსაფხვრელად.
მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ ეს მცენარე მხედველობის აღდგენაშიც დაგვეხმარება. გამოკვლევების შედეგად დადასტურებულია, რომ ალოე ვერა ამ მიზნისთვის საუკეთესო საშუალებაა. სამკურნალო მცენარე შეიცავს ნივთიერებას, რომელიც ხელს უწყობს თვალის სპეციალური ქსოვილის ფუნქციონირებას.
შემოგთავაზებთ სამკურნალო სასმელის რეცეპტს, რომლის საშუალებითაც შეძლებთ ორგანიზმის უზრუნველყოფას აუცილებელი ვიტამინებითა და მინერალებით, გაიუმჯობესებთ მხედველობას.
მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ალოე ვერას რამდენიმე ფოთოლი (გჭირდებათ 100 მლ წვენი)
- დაჭრილი ნიგოზი 500 გრ
- თაფლი 300 გრ
- ლიმონი წვენი 250 მლ
მომზადების წესი:
- ალოეს ფოთლები გარეცხეთ და 10 დღით შედეთ მაცივარში, რათა კონცენტრირდეს მხედველობის გასაუმჯობესებლად საჭირო ნივთიერები.
- 10 დღის შემდეგ კვლავ გარეცხეთ ფოთოლი, მოაჭერით კიდეებიდან ეკლები, გაატარეთ და მარლის საშუალებით გამოწურეთ წვენი. უმჯობესია, თუ მარლის 2-3 ფენას გამოიყენებთ.
- ალოეს წვენს დაამატეთ დანარჩენი ინგრედიენტები და დააბლენდერეთ.
- მომზადებული მასის თითო-თითო სუფრის კოვზი მიიღეთ დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე. სამკურნალო პროცედურების ხანგრძლივობა 1 თვე. შემდეგ 2 კვირა დაისვენეთ და საჭიროების მიხედვით კვლავ გაიმეორეთ.
გამოიყენეთ ეს ბუნებრივი სტიმულატორი მხედველობის აღსადგენად და თვალის ბუნებრივი დაცვის გასააქტიურებლად!
გისურვებთ ჯანმრთელობას!