თუ იდეალური ფიგურა და ფორმები გსურთ გქონდეთ, დაიწყეთ დილა ამ საუზმეთი

შემოგთავაზებთ სასარგებლო საუზმის რეცეპტს, რომელიც გაჯერებულია ორგანიზმისთვის საჭირო ვიტამინებითა და მინერალებით. მისი საშუალებით შეძლებთ კანის პრობლემების მოგვარებას, ხელს შეუწყობთ თმის სწრაფად ზრდას,  ნივთიერებათა ცვლის დარეგულირებას, იმუნური სისტემის გაძლიერებას, ნაწლავების გაწმენდას. მოცემული ნარევი გაგათავისუფლებთ ყაბზობისგან, ებრძვის სიმსუქნეს და განსაკუთრებით ეფექტურია მუცლის გარშემო დაგროვილი ცხიმების მოსაშორებლად.

მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • შავი ქლიავის ჩირი 5-7 ცალი
  • შვრია 2 ს. კ.
  • კეფირი ან უცხიმო იოგურტი 1 ჩ.ჭ.
  • სელის ზეთი 1 ს. კ.
  • კაკაო 1 ჩ. კ.

მომზადების წესი:

  1. საუზმე მოამზადეთ საღამოს.
  2. შავ ქლიავს დაასხით 100 მლ ადუღებული წყალი და გააჩერეთ 10-15 წუთი.
  3. ცალკე თასში აურიეთ კაკაო, შვრიის ფანტელი და სელის ზეთი. შემდეგ დაამატეთ კეფირი.
  4. შავი ქლიავი დაჭერით, დაამატეთ დანარჩენ ინგრედიენტებს და მთელი ღამით შეინახეთ მაცივარში.

დილით მიირთვით ჯანსაღი, ნოყიერი საუზმე და მოიგვარეთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები და იზრუნეთ თქვენ სილამაზეზე. გისურვებთ ჯანმრთელობას!