სტაფილო_ნარინჯისფერი ბოსტნეული_შეიცავს სხვადასხვა ნივთიერებებს, რომლებიც სასარგებლო გავლენას ახდენს კანის სტრუქტურაზე.
A ვიტამინის შემცველობის წყალობით ხელს უწყობს უჯრედების რეგენერაციას, კანის გაახალგაზრდავებასა და გამკვრივებას.
სტაფილო შეიცავს დიდი რაოდენობით C, K, PP, B ჯგუფის ვიტამინებს, ბოჭკოებს, კალიუმს, კეროტინს_ყველა ეს საკვები ნივთიერება ატენიანებს კანს, აცოცხლებს, წმენდს, აშორებს ტოქსინებსა და ჭუჭყს, ანიჭებს ჯანსაღ იერს, ათანაბრებს კანის ტონს და ათეთრებს მას, საუკეთესოა გამომშრალი და გაღიზიანებული კანისთვის.
შემოგთავაზებთ ნაოჭების საწინააღმდეგო უმარტივესი, ბიუჯეტური და ეფექტური ნიღაბის რეცეპტს.
ბუნებრივი ინგრედიენტებით გაჯერებული შემოთავაზებული საშუალება უსაფრთხოა და ჯანსაღი, რადგან კომერციული პროდუქტებისგან განსხვავებით არ შეიცავს მავნე ქიმიკატებს, კონსერვანტებსა და ხელოვნურ საღებავებს.
ნიღაბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- თქვენთვის ხელმისაწვდომი ზეთი (ზეითუნის, ქოქოსის, სელის, ნუშის) 1 ჩ. კ.
- გახეხილი სტაფილო 1 ს. კ.
- სიმინდის სახამებელი 1 ს. კ.
- რძე ან წყალი 1 ს. კ.
- წყალი 50 მლ
მომზადებისა და გამოყენების წესები:
- სიმინდის სახამებელი გახსენით 1 ს. კ. თბილ რძეში ან წყალში.
- 50 მლ წყალი აადუღეთ, დაასხით სახამებელს და კარგად აურიეთ. მომზადებული მასა გააგრილეთ.
- დაამატეთ ჩამოთვლილთაგან თქვენთის ხელმისაწვდომი ზეთი, სტაფილო და აურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
ნიღაბის გამოყენებამდე სახე, ყელი და მკერდის ზონა გაიწმინდეთ. ნიღაბი კანზე თანაბრად გაინაწილეთ და დაწექით. სამოქმედოდ დაიტოვეთ 30-45 წუთი. ნარჩენები თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
მაქსიმალური ეფექტის მისაღებად ნიღაბი გაიკეთეთ ძილის წინ, კვირაში 3-ჯერ. შედეგი დიდი ხნით არ დააყოვნებს. თქვენი კანი გახდება ელასტიური და დატენიანებული, მცირე ნაოჭები აღმოიფხვრება, კანის ტონალობა გათანაბრდება და რამდენიმე წლით შეძლებთ გაახალგაზრდავებას.
აქვე, შემოგთავაზებთ სტაფილოს ბაზაზე მომზადებული რამდენიმე ნიღაბის რეცეპტს.
მშრალი კანისთვის სუკეთესოა სტაფილოსა და ნაღების კომბინაცია. 2 ს. კ. გახეხილ სტაფილოს დაამატეთ 1 ჩ. კ. ნაღები და სულ ცოტა სახამებელი. მოცემული ინგრედიენტების კომბინაცია დაიტანეთ წინასწარ გაწმენდილ კანზე და სამოქმედოდ დაიტოვეთ 20 წუთი. ნარჩენები თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
ცხიმიანი და პრობლემური კანისთვის აიღეთ სტაფილოს პიურე 2 ს. კ., 1 ს. კ. სახამებელი, ლიმონის წვენი 1 ჩ. კ. და 1 ცალი კვერცხის ცილა. მოცემული ინგრედიენტები აურიეთ და ნიღაბი წაისვით წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე. სამოქმედოდ დაიტოვეთ 20 წუთი და შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
კანის გასამკვვრივებლად და დასაჭიმად საუკეთესოა 1 ს. კ. ნაღების, 1 ცალი კვერცხის გულისა და 1 ჩ. კ. სტაფილოს წვენის კომბინაცია. ნიღაბი დაიტანეთ წინასწარ გაწმენდილ სახის, ყელისა და მკერდის ზონაზე და სამოქმედოდ დაიტოვეთ 20 წუთი. ნარჩენები მოიშორეთ თქვენთვის ხელმისაწვდომი კოსმეტიკურ ზეთში გაჯერებული ბამბის ფირფიტით და შემდეგ დაიბანეთ ცივი წყლით.
გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები და ბუნებრივი გზით მოიგვარეთ კანის პრობლემები!