მჟავე კიტრი ასეთი ხრაშუნა ჯერ არ გამომსვლია. გთავაზობთ მარინადის ოდნავ განსხვავებულ რეცეპტს

შემოგთავაზებთ კიტრის მარინადის განსხვავებულ და ორიგინალურ რეცეპტს. მარინადის მოსამზადებლად არ იყენებთ ძმარს. მას პიკანტურ გემოს ჰმატებს ლიმონი და ლიმონმჟავა. კიტრი კი ხრაშუნა და საოცრად გემრიელი გამოდის.

ცადეთ, მოამზადეთ და ლიმონის ნაჭრებით შეზავებული კიტრის მარინადის დაგემოვნების შემდეგ სხვა რეცეპტს აღარ გამოიყენებთ

საჭირო ინგრედიენტები:

  • კიტრი 1300 გრ
  • ლიმონი 1 ცალი
  • კამის ქოლგა (აყვავებული კამა)  1 ღერი (ქილაზე)
  • შავი პიმპილის მარცვლები 3 ცალი (ქილაზე)
  • ნიორი 2 კბილი (ქილაზე)
  • დაფნის ფოთოლი 2 ცალი (ქილაზე)
  • წითელი მწარე წიწაკა ნახევარი (ქილაზე)
  • მარილი 2 ს. კ.
  • შაქარი 2 ს. კ.
  • ლიმონმჟავა 1 ჩ. კ. (კოვზი კარგად არ გაავსოთ)
  • დაღერღილი წითელი წიწაკა, 1 ჩ. კ. (კოვზი კარგად არ გაავსოთ)

ინგრედიენტთა მოცემული პროპორციით მოამზადებთ 2 ქილა  (ერთლიტრიან) კიტრის მარინადს.

მომზადების წესი:

  1. ქილები გარეცხეთ და გაასტერილეთ. კიტრები კარგად გარეცხეთ.
  2. თითოეულ ქილაში თანმომდევრობით ჩააწყვეთ 2 ნაჭერი ლიმონი, კამა, დაფნის ფოთოლი, შავი წიწაკის მარცვლები, მწარე წიწაკა და დაასხით ადუღებული წყალი. ქილას დაახურეთ და გააჩერეთ 15 წუთი.
  3. მითითებული დროის გასვლის შემდეგ, ქილებიდან წყალი ქავაბში გადმოასხით, დაამატეთ მარილი, შაქარი, ლიმონმჟავა, დაღერღილი წითელი წიწაკა, კარგად აურიეთ და აადუღეთ.
  4. მომზადებული მარინადი დაასხით ქილებს და მოხუფეთ. ქილები თავდაყირა დააწყვეთ, შეფუთეთ და გააჩერეთ გაგრილებამდე. კიტრის მარინადი შეინახეთ საკუჭნაოში.

მიირთვით ხრაშუნა და არომატული კიტრის მჟავე და ისიამოვნეთ!