დაზიანებული თმა რომ აღიდგინოთ და მისი ბზინვარებით ყველა მოხიბლოთ, გამოიყენეთ მარტივი საშინაო საშუალება

თმის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემა არის  სიმშრალე. გამომშრალი თმა კარგავს სილამაზეს, ცვივა, ბოლოები იყოფა, თითქოს უსიცოცხლოა და დაუმორჩილებელი.

თუ თქვენც ეს პრობლემა აღგენიშნებათ გირჩევთ, გამოიყენოთ თმის დამატენიანებელი ნიღაბი. ეს 100%-იანი ნატურალური მკურნალობაა, რომელიც მხოლოდ 2 ინგრედიენტისგან შედგება. ნიღაბი თქვენს თმას დაუბრუნებს სიცოცხლესა და სილამაზეს.

თმის დამატენიანებელი ნიღაბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • თაფლი 2 ს. კ.
  • ზეითუნის ზეთი 3 ს. კ.

მომზადებისა და გამოყენების წესები:

ნიღაბი დაიტანეთ დატენიანებული თმის ძირებზე და თავის კანზე შეიზილეთ მსუბუქი წრიული მოძრაობებით. შემდეგ გაანაწილეთ თმის მთელ სიგრძეზე. სამოქმედოდ დაიტოვეთ 25 წუთი. მითითებული დროის გასვლის შემდეგ, თმა ჩვეულებრივი წესის მიხედვით დაიბანეთ.

გამოიყენეთ უმარტივესი, ბიუჯეტური, საოცრად ეფექტური ნიღაბი, დაიტენიანეთ თმა, დაუბრუნეთ სილამაზე და  სიცოცხლისუნარიანობა.