ეს მცენარე ნაადრევი სიბერის პროფილაქტიკისთვის ერთ-ერთი საუკეთესოა. შეამცირებს ლაქებს, ნაოჭებს და კანის სხვა ნაკლოვანებებს

ახალგაზრდობისა და სილამაზის შენარჩუნება ქალბატონების ერთ-ერთი საზრუნავია. ვცდილობთ, გაგანებივროთ ხელნაკეთი საშუალებების რეცეპტებით, რომლებიც ეფექურობით არ ჩამოუვარდება კომერციულ მალამოებს, ლოსიონებს, ნიღბებს, სკრაბებს, კოსმეტოლოგიურ პროცედურებს.

ამჯერად, შემოგთავაზებთ მინიმალური ინგრედიენტებით მომზადებული ხელნაკეთი ლოსიონის რეცეპტს, რომელიც ატონიზირებს და აღადგენს კანს, ამცირებს ნაოჭებს, აღიავებს ასაკობრივ ლაქებს, ავიწროებს ფორებს, წმენდს და ათეთრებს კანს.

მოცემული საშუალების ძირითადი ინგრედიენტი არის ოხრახუში. მისი სასწაულებრივი და რეგენერაციული თვისებების წყალობით, ლოსიონი არა მხოლოდ აღადგენს დაზიანებულ ქსოვილებს, არამედ კვებავს და ატენიანებს კანს.

კანის გამაახალგაზრდავებელი და ნაოჭების შესამცირებელი ლოსიონის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • დაჭრილი ოხრახუში 2 ს. კ.
  • ლიმონის წვენი ან ვაშლის ძმარი 1 ჩ. კ.
  • წყალი 200 მლ

მომზადებისა და მოხმარების წესები:

  1. აადუღეთ წყალი, დაამატეთ დაჭრილი ოხრახუში და დაბალ ცეცხლზე ადუღეთ 15 წუთი. გადმოდგით ცეცხლიდან, გააგრილეთ და შეურიეთ ლიმონის წვენი ან ვაშლის ძმარი.
  2. ლოსიონი გადაიტანეთ მინის თავდახურულ ჭურჭელში და შეინახეთ მაცივარში.
  3. მომზადებული საშუალებით გააჯერეთ ბამბის დისკი და ნაზი, მსუბუქი მოძრაობებით წაისვით სახის კანზე, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ T-ზონას და კანის დაზიანებულ უბნებს.
  4. მაქსიმალური ეფექტის მისაღებად მოცემული საშუალება გამოიყენეთ დღეში 1-2-ჯერ.

პირობას გაძლევთ, ამ საშუალების ეფექტურობით სასიამოვნოდ გაოცებული დარჩებით. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!