12 უტყუარი ნიშანი, რომ თქვენი ორგანიზმი ნორმაზე მეტ შაქარს იღებს.

6635

ბევრი ადამიანი თვლის, რომ სისხლში შაქრის მაღალი დონე მხოლოდ დიაბეტით დაავადებულებს აწუხებთ. თუმცა, ეს შეიძლება ბევრს აწუხებდეს შეუმჩნევლად და უზიანებდეს ნერვებს, სისხლის ძარღვებსა და ორგანოებს. ასეთი გართულებების თავიდან ასაცილებლად წარმოგიდგენთ სიმპტომებს, რომლის შემჩნევის შემთხვევაშიც შაქრის მიღება უნდა შეამციროთ:

გამუდმებული შიმშილი

სისხლში შაქრის მაღალი შემცველობა გლუკოზას უჯრედებში შესვლას უშლის ხელს, რის გამოც ორგანიზმი ენერგიას ვერ იღებს და გამუდმებით მოითხოვს მის მიღებას.

დაღლილობა

სისხლში შაქრის მაღალი შემცველობის დროს ორგანიზმი ენერგიას არასწორად იყენებს და უჯრედები საჭირო საწვავს ვერ იღებენ. ამის გამო ადამიანი ჩვეულებრივზე უფრო ხშირად გრძნობს დაღლილობას.

ხშირი მოშარდვა

სისხლში შაქრის მაღალი შემცველობის არსებობისას თირკმელები საკმარის სითხეს ვერ იწოვენ. ამის გამო ორგანიზმი გლუკოზის კონცენტრაციის დაშლას სპეციალური ხსნარით ცდილობს, რის შედეგადაც ორგანიზმში უფრო მეტი სითხე ჩნდება და უფრო ბევრჯერ გიწევთ მოშარდვა.

პირის სიმშრალე და წყურვილი

გამშრალი პირი და ძლიერი წყურვილი სითხის სერიოზულ დაკარგვას უკავშირდება. რათქმაუნდა ასეთ დროს სასმელზე უარს ვერ იტყვით, მაგრამ აჯობებს თუ წყალს ან უშაქრო ჩაის დალევთ.

წონის კლება

ხშირად მოშარდვის დროს ორგანიზმში სითხის დონე იკლებს, რაც წონაში კლებასაც იწვევს. ასევე, თუკი ინსულინის დონე საკმარისი არაა გლუკოზის მეტაბოლიზმისთვის, მაშინ ორგანიზმი ცხიმის წვაზე გადადის. თანაც, გლუკოზის მაღალი შემცველობის დროს ხშირად მოშარდვა ორგანიზმს უფრო მეტი კალორიების დაწვას აიძულებს, რადგან სხეული ზედმეტი გლუკოზის მოშორებას ცდილობს.

ინფექციური დაავადებები

მაგალითად სოკოვანი ინფექციები ქალებსაც და მამაკაცებსაც შეიძლება აწუხებდეს. თუმცა, ისინი ხშირად ემართებათ ქალებს, რომლებსაც სისხლში შაქრის მაღალი დონე და დიაბეტი აქვთ. ამის მიზეზი ისაა, რომ შაქრის დიდი რაოდენობა იდეალურ ატმოსფეროს ქმნის სოკოსა და ბაქტერიის გავრცელებისთვის.

კანის გამოშრობა

შაქრის მაღალი დოზით გამოწვეული ხშირი მოშარდვის სიმპტომი ორგანიზმის დეჰიდრატაციას იწვევს და ამით კანის გამოშრობასაც იწვევს. ასევე დიაბეტით დაავადებულებში ხშირად ვხვდებით არტერიების გამაგრებისა და დაწვრილების სინდრომს, რომელიც სისხლის მიმოქცევის შემცირებასა და ამის წყალობით ფეხის კანის პრობლემებსაც იწვევს. ასეთი პროცესების დროს დაზიანებულ ნერვებს შეუძლიათ ოფლის ჯირკვლების მუშაობის შეფერხებაც, რაც კანში წყლის ბალანსის დარღვევას იწვევს.

კონცენტრირების პრობლემა

შაქრის მაღალი დონე გლუკოზას ტვინის უჯრედებში შესვლაში უშლის ხელს, რის გამოც მას ენერგია აკლდება და შესაბამისად მცირდება აზროვნების სიჩქარეც.

დაბურული მხედველობა

დაბურულ მხედველობას ასევე დეჰიდრატაცია იწვევს, რაც სისხლში შაქრის მაღალი შემცველობის მიერაა გამოწვეული. თანაც ეს თვალის უჯრედებზეც მოქმედებს უარყოფითად.

ნაკაწრების და ჭრილობების ნელი განკურნება

შაქრის მაღალი დონე სისხლის მიმოქცევას აუარესებს კიდურებში, რაც კანის უჯრედების არასაკმარისად გამოკვებას იწვევს საჭირო მინერალებით.

იმპოტენცია

ერექციის შენარჩუნების პრობლემები სისხლში გლუკოზის მაღალი შემცველობის ბრალია. ჯანსაღი ერექციის ქონა ჯანსაღ ნერვებს, სისხლის კარგ მიმოქცევასა და ჰორმონების სწორ ბალანსს საჭიროებს. შაქრის მაღალ დონეს კი ყველა ამ ასპექტის შეფერხება შეუძლია.

გაღიზიანება

გამოკვლევის მიხედვით სისხლში შაქრის მაღალი დონის მქონე ადამიანები უფრო ადვილად ღიზიანდებიან, შფოთავენ და დეპრესიაში ვარდებიან. ტვინი გლუკოზის თანაბარ მიწოდებაზეა დამოკიდებული, რის გამოც მისი რაოდენობის სწრაფი მატება და კლება ხასიათის რადიკალურ ცვლილებას იწვევს.