ვანილის კექსი შოკოლადის ნაზი შიგთავსით

შემოგთავაზებთ ვანილის უგემრიელესი კექსის რეცეპტს. კექსს საოცარ არომატს ჰმატებს შოკოლადის შიგთავსი.

დესერტის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ფქვილი 170 გრ
  • კარაქი 125 გრ
  • შაქარი 200 გრ
  • კვერცხი 3 ცალი
  • იოგურტი 150 გრ
  • კაკაო 40 გრ
  • წყალი 50 მლ
  • ვანილი მწიკვი
  • სოდა ნახევარი ჩ. კ.
  • მარილი ნახევარი ჩ. კ.
  • რძიანი შოკოლადი 90 გრ
  • შავი შოკოლადი 30 გრ

მომზადების წესი:

  1. თასში აურიეთ შაქარი და ოთახის ტემპერატურის კარაქი. შემდეგ დაამატეთ კვერცხი და მიქსერით ათქვიფეთ.
  2. ცალკე თასში აურიეთ გაცრილი ფქვილი, სოდა, მარილი და ნელ-ნელა შეაზილეთ კვერცხიან მასას. ბოლოს შეურიეთ იოგურტი.
  3. ცალკე თასში აურიეთ კაკაო და თბილი წყალი. მომზადებული ცომის მესამედს  შეურიეთ კაკაოსა და წყლის ნარევი, ხოლო  დარჩენილ ცომს დაამატეთ ვანილი.
  4. თეთრი ცომი გაყავით 2 ნაწილად. საცხობ ფორმას წაუსვით კარაქი. ჯერ დაიტანეთ თეთრი ცომის ერთი ნაწილი და თანაბრად გაანაწილეთ, შემდეგ_კაკაოიანი  ცომი და ბოლოს თანაბრად გაანაწილეთ თეთრი ცომის მეორე ნაწილი.
  5. ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭირდება 45-55 წუთი.
  6. კექსი ფორმიდან გაგრილების შემდეგ ამოიღეთ. ორთქლის აბაზანაზე გაადნეთ ჯერ რძიანი შოკოლადი და დესერტის ზედაპირზე თანაბრად გაანაწილეთ. შემდეგ გაადნეთ შავი შოკოლადი და გამოსახეთ თქვენთვის სასაურველი ფიგურები.

გემრიელად მიირთვით და ისიამოვნეთ!