ხელმისაწვდომი ნარევი ჰიპერტონიკებისათვის, რომელიც მოგიგვარებთ უამრავ პრობლემას

თანამედროვე ეპოქაში ხალხური მედიცინის რეცეპტები სულ უფრო პოპულარული ხდება. ხშირად მივმართავთ ბებიების მრავალჯერ გამოცდილ რეცეპტებსა და მეთოდებს.

ბუნებრივი პროდუქტებით დატვირთული საშუალებების ზომიერად მოხმარების შედეგად შესაძლებელია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მრავალი პრობლემის აღმოფხვრა. გარდა ამისა, ორგანიზმს ვაწვდით უამრავ  ვიტამინსა და მინერალს.

ამჯერად, შემოგთავაზებთ უმარტივესი და ყველასთვის ხელმისაწვდომი ინგრედიენტებით დატვირთული უძლიერესი სამკურნალო საშუალების რეცეპტს.

ნიორი, ვაშლის ძმარი და თაფლი უამრავი საკვები ნივთიერებით გაჯერებული ბუნებრივი პროდუქტებია და სამკურნალო თვისებებით დატვირთული ამ სამი პროდუქტის  კავშირი საოცრად ეფექტურია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების აღმოსაფხვრელად, კერძოდ:

  • ართრიტის, ასთმის, წყლულების, რესპირატორიული დაავადებების სამკურნალოდ.
  • ვირუსების, ბაქტერიების, ინფექციების აღმოსაფხვრელად. ქოლესტერინის დონისა და სისხლის მაღალი წნევის დასარეგულირებლად.
  • იმუნიტეტის გასაძლიერებლად.

მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ვაშლის ძმარი 1 ჩ. ჭ.
  • თაფლი 1 ჩ. ჭ.
  • ნიორი 8 კბილი

მომზადებისა და გამოყენების წესები:

  1. მოცემული ინგრედიენტები დააბლენდერეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. ნაზავი გადაიტანეთ მინის ქილაში და 5 დღით შედეთ მაცივარში.
  2. უძლიერესი სამკურნალო საშუალების 2 ს. კ. გააზავეთ ფინჯან წყალში და მიიღეთ უზმოზე, ჭამამდე 30 წუთით ადრე.

სამკურნალო პროცედურები გააგრძელეთ მომზადებული მასის ამოწურვამდე. გისურვებთ ჯანმრთელობას!