ბებიასეული ძველი ხრიკი სწრაფად გაწმენდს კანს პიგმენტური ლაქებისგან

კანის პრობლემათა შორის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებულია მუქი ლაქების გაჩენა.

გამონაკლისი შემთხვევების გარდა, მუქი ლაქები სახეზე და ტანზე,  ჩვეულებრივ, ასაკთან ერთად ჩნდება და მათი გაღიავება არც თუ ისე მარტივია. მოცემული პრობლემის აღმოსფხვრელად შეგიძლიათ გამოიყენოთ ბუნებრივი პროდუქტები.

სტატიაში შემოგთავაზებთ უძველეს, მრავალჯერ გამოცდილ, მაგრამ უკვე მივიწყებულ საშუალებებს, რომელთა დახმარებით შეძლებთ გქონდეთ ლამაზი და ჯანმრთელი კანი. მათი რეგულარული გამოყენებით სასურველ შედეგს მალე მიიღებთ.

1. ნიორი

ნივრის კბილი გაჭერით შუაზე და წაისვით დაზიანებულ კანზე. ამ გზით შეძლებთ კანის გაღიავებას და ნაწიბურების შეხორცებას.

2. ყურძნის წვენი

მარლის საფენი გააჯერეთ ყურძნის წვენით და ნაზად წაისვით  კანზე. 15-20 წუთით დაწექით, მოდუნდით და მიეცით ნატურალურ ნიღაბს მოქმედების საშუალება.

3. სოდა

ის საუკეთესოა როგორც კანის დასატენიანებლად, ისე გასაწმენდად. მოამზადეთ სოდისა წყლის პასტისებური ნარევი, შეიზილეთ დაზიანებულ ადგილებზე და გაიკეთეთ მსუბუქი მასაჟი.

4. ლიმონის წვენი

ეს მეთოდი უძველესია. პირველ რიგში, დრწმუნდით, რომ ლიმონზე ალერგია არ გაქვთ. თანაბარი რაოდენობით აიღეთ ლიმონის წვენი და არაჟანი, შეურიეთ და ნარევი დაიტანეთ წინასწარ გაწმენდილ კანზე. სამოქმედოდ დაიტოვეთ 15-20 წუთი.

აირჩიეთ თქვენთვის სასურველი საშუალება ან მონაცვლეობით გამოიყენეთ თითოეული მათგანი და სასურველ შდეგსაც მალე მიიღებთ!