კანის სტრუქტურა საგრძნობლად გაუმჯობესდება, ღრმა ნაოჭები კი წარსულში დარჩება თუ ამ საშუალებას გამოიყენებთ

ვიტამინი C-კანისთვის აუცილებელი მთავარი ნივთიერებაა, რომელიც სხეულის ამ მნიშვნელოვან ორგანოსთან დაკავშირებულ  უამრავ პრობლემას მოგიგვარებთ. შემოგთავაზებთ საშინაო პირობებში C ვიტამინის ბაზაზე მომზადებული შრატის რეცეპტს. საშუალება უმარტივესი მოსამზადებელია და შეძენილ ანალოგიურ პროდუქტზე 10-ჯერ იაფი.

საშინაო პირობებში შრატის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

  • C ვიტამინი 20 კაფსულა
  • E ვიტამინი 1 კაფსულა
  • გლიცერინი 2 ს. კ.
  • ვარდის წყალი 5 ს. კ.
  • ალოე ვერას გელი 1 ს. კ.

მომზადებისა და გამოყენების წესები:

  1. აიღეთ C ვიტამინის კაფსულები, გახსენით და ფხვნილი თასში მოათავსეთ, შემდეგ რიგრიგობით დაამატეთ დანარჩენი იგრედიენტები და კარგად აურიეთ.
  2. მომზადებული ნარევი მოათავსეთ მუქი მინის ბოთლში, რადგან C ვიტამინი იჟანგება.
  3. საშინაო პირობებში C ვიტამინის ბაზაზე მომზადებული შრატიც მზადაა.
  4. დაძინებამდე შრატი დაიტანეთ წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე, შეიზილეთ წრიული მოძრაობებით და დაიტოვეთ მთელი ღამით.
  5. შრატი შეგიძლიათ შეინახოთ ოთახის ტემპერატურაზე 4-5 დღის განმავლობაში.
  6. გამოიყენეთ შემოთავაზებული ნატურალური პროდუქტი რეგულარულად და იგრძნობთ, რომ რამდენიმე დღის შემდეგ კანის სტრუქტურა საგრძნობლად შეიცვლება.

ნუ გადაიხდით ზედმეტს, მოამზადეთ უსაფრთხო, იაფი საშუალება და იზრუნეთ თქვენს სილამაზეზე.